უსინათლოთა სიმღერა, ლოცვა „მამაო ჩვენო“, პატრიარქის მოწოდება დაშლის თაობაზე და ხალხის „არა“, რასაც მოჰყვა მერაბ კოსტავას ისტორიული სიტყვები: „საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად შეკრული ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე“...
შემდეგ იყო რუსთაველზე „იმელის“ შენობისკენ მოგრუხუნე ტანკების თარეში, ტანკებს პირველი კოკა გაწერელია დაუწვა, ტროტუარზე მდგარი ადამიანები კი ქუჩისკენ ინაცვლებდნენ და ცდილობდნენ ტანკებისთვის გზა გადაეღობათ. მოულოდნელად ტანკები შეჩერდნენ, შემდეგ გოგონამ ტანკს ყვავილები ესროლა, ბიჭი ტანკზე ახტა, მაგრამ ულვაშებიანმა რუსმა თავში ჩაარტყა და ჩააგდო. ტანკისტებმა ხალხის გასრესვა გადაიფიქრეს, ეტყობა, გაჩერების ბრძანება მიიღეს, შემდეგ მობრუნება დაიწყეს და მაშინაც კინაღამ გასრისეს ხალხი. ტანკებს გადარჩენილი ქართველები რუსის ბასრ ნიჩბებს შეეწირნენ. 9 აპრილს 21 ადამიანი დაიღუპა, უამრავი კი გაზით მოიწამლა.
9 აპრილის შემდეგ პოლიტიკური მოძრაობა უფრო გაიშალა. მიტინგებიც გახშირდა და ხალხის რაოდენობამაც იმატა მიტინგებზე. თუმცა დღემდე ზოგიერთებს ღრღნით ეჭვი, რატომ ვიჩქარეთ და რუსულ იმპერიას ქართველები პირველები რატომ შევაწყდით? სხვა რესპუბლიკები, ვისაც თავისუფლებისთვის თითიც არ გაუნძრევიათ, ჩვენივე სისხლით რატომ დავპატიჟეთ თავისუფლების სუფრაზე?!
9 აპრილამდეც და მის მერეც საქართველოს გზა არ იყო მარტივი. დაპყრობილ საქართველოში რუსეთი ყოველგვარი ეროვნულის ჩაკვლას ცდილობდა, ჩვენი ბიჭები ავღანეთიდან მკვდრები და დაჩეხილები მოჰყავდათ და სხვის ომს ეწირებოდნენ მაშინ, როცა რუსეთისგან თავად ვიყავით ოკუპირებულნი და ავღანელებივით ერთ ბედს ვუჩიოდით; მიმდინარეობდა ტვინის გამორეცხვის პოლიტიკა, ქართული ენისა და ეროვნულობის ჩაწიხვლა, ხუდონჰესის აშენების მცდელობა და უამრავი მავნებლური იდეის ხორცშესხმა.
ეროვნული მოძრაობის დროინდელ საინტერესო დეტალს იხსენებს ფილოლოგი მანანა სოტკილავა. 1988 წელს საბჭოთა კავშირში რონალდ რეიგანი ჩავიდა. რეიგანმა შეადგინა პროგრამა, თუ რა მიმართულებით უნდა შეხვედროდა მიხაილ გორბაჩოვს. მესამე საკითხად შეტანილი იყო შეხვედრა საბჭოთა კავშირის დისიდენტებთან. პერსონალურად იყვნენ ჩაწერილები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. თუმცა ჩვენს კგბ-სა და ოფიციოზში ვაჭრობა დაიწყო-წავიდეს მერაბი და არ წავიდეს ზვიადი, ორივეს გაშვება არ შეიძლება. იქამდე ივაჭრეს, სანამ მერაბმა ოფიციალურად არ დაწერა განცხადება, მე ვაძლევ უპირატესობას, იქ უნდა წავიდეს ზვიადიო. რეიგანისა და ზვიადის შეხვედრა 1988 წლის გაზეთმა „კომუნისტმა“ დაბეჭდა. ეს შეხვედრა უნიკალური მოვლენა იყო, რადგან არც ჟურნალისტი დაუშვეს, არც არავინ, ზვიადი რეიგანს პირისპირ შეხვდა და, ფაქტობრივად, იქ გადაწყდა საბჭოთა კავშირის ბედი, რაც მოგვიანებით შევარდნაძემ არ აპატია ზვიად გამსახურდიას და ზვიად გამსახურდიასადმი ხალხის ერთგულებას „პროვინციალური ფაშიზმი“ უწოდა.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარეს მამუკა გიორგაძეს აინტერესებს, 21-ე საუკუნემდე ნუთუ ისე მოვიდოდა ქართველი ერი, რომ არა დიდგორი, მარაბდა?! კოხტა აფხაზს მკერდი რომ არ შეეშვირა ტყვიისთვის და იუნკრები რომ არ დაღუპულიყვნენ?! ამიტომ, ვინც ამბობს, რომ თავისით მოვიდოდა დამოუკიდებლობა, მათ არასოდეს უომიათ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, უბრალოდ, ეს ხალხი მისტირის იმ დროს, როცა საბჭოთა სახელმწიფოს ხარჯზე შეიძლებოდა ცხოვრება. ასეთი ნიჰილიზმის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ 9 აპრილს ჩვენ გავიმარჯვეთ და 9 აპრილს დაღვრილი მსხვერპლი ისევე უნდა მოვიხსენიოთ, როგორც დიდგორსა და მარაბდაზე დაღუპული მეომრების მსხვერპლი. თუმცა 9 აპრილის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის ბრძოლა ისევ გრძელდება, ეს ბრძოლა არ მთავრდება ერთი შეტაკებით, დღესაც იმავეს აკეთებს რუსეთის იმპერია, რასაც -1989 წელს, მას აქვს სურვილი, ჩაკლას ქართული მეომრული სული და ქართულ სახელმწიფოებრიობას საფუძველი მოუშალოს.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ რუსეთს თანდაყოლილი გენეტიკური წყევლა აქვს და გამუდმებით ეშინია, რომ ალყაში აქცევენ, რომ გარედან ვიღაც ემუქრება. ამიტომ რაც შეიძლება, საჭიროა საზღვრების გადაწევა, ამ პრინციპით იწყებდნენ ომებს რუსეთის მეფეები, ამ პრინციპით დაიწყო ომი სტალინმა ფინეთის წინააღმდეგ, ასევე, დღესაც პუტინი შიშობს, რომ ნატო უახლოვდება და მათ ალყაში მოაქცევს. თუმცა ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელიც გაუღია ნებისმიერ სახელმწიფოს, მხოლოდ თავისუფლებისთვის გაღებული მსხვერპლია. ამიტომ ის სენტენცია, რაში გვჭირდება თავისუფლება, რომელმაც სიღატაკე მოგვიტანა, კაპიტულანტურ განწყობას ნიშნავს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ერს მომავალი არ აქვს.
შოთა გორგოძემ და როდიონოვმა ერთმანეთის საცემრად გაიწიეს
მაშინდელი მილიცია ქართველი ერის გვერდით დადგა და „დიდ რუსეთს“ არ უერთგულა. ალბათ, სხვანაირად ვერც მოიქცეოდნენ, რადგან მათ სათავეში ეროვნულად განწყობილი ადამიანი, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალი შოთა გორგოძე ედგათ, რომელმაც 9 აპრილს უჩვეულო სიმამაცე გამოიჩინა და უარი თქვა თანამემამულეების ხოცვა-ჟლეტაზე.
„თქვენ და როდიონოვმა მართლა აგინეთ ერთმანეთს?“
„ვაგინეთ კი არა, ერთმანეთის საცემად გავიწიეთ“, - ასე იხსენებდა ტრაგიკულ ღამეს შოთა გორგოძე ჩვენთან საუბარში. იგი იყო როდიონოვის მოადგილე მილიციის დარგში, მაგრამ არ შეასრულა ის, რაც დავალებული ჰქონდა. არადა, რუსებს ცბიერი ჩანაფიქრი ჰქონდათ-ქართული მილიცია უნდა გაძღოლოდათ წინ ქართველების დარბევისას.
„ატყდა ლანძღვა-გინება, ფიზიკური გაწევ-გამოწევა, ჩათვალეს, რომ ვუღალატე საბჭოთა პარტიას და გადავედი მომიტინგეების მხარეს, უნდოდათ ხალხი ალყაში მოექციათ. ჩვენ გავხსენით გზა და ლესია უკრაინკას ქუჩით გავიყვანეთ ეს ხალხი. ბევრი ასე გადარჩა, თორემ ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, ყველა უნდა დახოცილიყო. როგორც ქართველი კაცი, ამას ვერ ვიკადრებდი და არც ჩემს თანამშრომლებს მივცემდი ხალხის წინააღმდეგ წასვლის უფლებას. ახლა ამის თქმა ადვილია, მაგრამ იმხანად ძნელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, ჩვენ პარტიის წევრები ვიყავით, პასუხისმგებლობა გვეკისრა და სახელმწიფოს ინტერესები უნდა დაგვეცვა. როდესაც კრიტიკული მომენტი დადგა, დავინახე, ჩემი ერის და ხალხის ბედი წყდებოდა, დავდექი იქ, სადაც უნდა ვმდგარიყავი. ჩემთვის აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რა თანამდებობა მეკავა“.
ამერიკა და 9 აპრილი
სულ რამდენიმე წლის წინ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პირველად გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკის სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ 9 აპრილის ტრაგედიას. როგორც საიდუმლო დოკუმენტებით ირკვევა, აშშ-ის ჩინოვნიკები ვაშინგტონს ინფორმაციას აწვდიდნენ საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში არსებული განხეთქილების თაობაზე. ერთ-ერთ საინტერესო დოკუმენტად გამოყოფილია ქართველ დისიდენტს, ზვიად გამსახურდიასა და ლენინგრადში მოღვაწე შეერთებული შტატების საკონსულოს ოფიცერს შორის გამართული დიალოგი, სადაც ზვიად გამსახურდია ღიად აკრიტიკებს იმდროინდელ საბჭოთა მთავრობას, პრეზიდენტ გორბაჩოვსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძეს, ორივეს საქართველოს მტრებად მოიხსენიებს და საუბარს იწყებს იმით, რომ „ქართველებს საფრთხე ემუქრებათ ბოროტების იმპერიისგან, რომელიც ცდილობს, მათი გენოციდი მოაწყოს“.
დოკუმენტების თანახმად, გამსახურდია ითხოვდა, შესრულებულიყო საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა - გაეროს ექსპერტების მიერ 9 აპრილის მოვლენების შესწავლის შესახებ, რადგან მთელი თბილისი მოწამლული იყო 9 აპრილს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებით. იგი იმედოვნებდა, რომ აშშ-ის კონგრესი დაინტერესდებოდა და გამოგზავნიდა საგამოძიებო კომისიას თბილისში; ასევე, იმედოვნებდა, რომ აშშ-ის კონგრესი საქართველოს სსრკ-ის მიერ უკანონოდ ანექსირებულად აღიარებდა.
ამის მიუხედავად, ამერიკა საქართველოს იმ პერიოდში აქტიურად არ დახმარებია. უფრო მეტიც, 1991 წლის ივლისში როცა უფროსი ბუში ჩავიდა კიევში და უკრაინის პარლამენტს მიმართა, რად გინდათ დამოუკიდებლობა, ბიჭებოო, ამას მოჰყვა საზოგადოებრივი აზრის აფეთქება ამერიკაში. მაშინ დაიწერა, რომ ბუშის გამოსვლა წიწილას სიტყვა იყო. „ჩიქენ სპიტჩ“,- აიგდეს ბუში მასხრად და ბუშიც იძულებული გახდა, შეეცვალა მოქმედების წესი. ბუშმა მიიწვია მრავალმილიონიანი უკრაინული დიასპორის წარმომადგენლები აშშ-ში და გააჟონინა ინფორმაცია, თუ თქვენ 1-ელ დეკემბერს რეფერენდუმზე აღიარებთ დამოუკიდებლობას, მაშინ მე თქვენ ისე გცნობთ, რომ გორბაჩოვს არაფერს დავეკითხებიო.
„სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამერიკამ საქართველოსთან მიმართებით თვალი დახუჭა, რადგან დროის დახარჯვა დაენანა. მართალია, საბჭოთა კავშირის შიში დასავლეთს არასდროს ჰქონია, მაგრამ შეწუხება და ენერგიის დახარჯვა არ სურდა. მათ კარგად იცოდნენ, რაც ელოდა საბჭოთა კავშირს და არ ჩქარობდნენ.
„მძიმე გუნებაზე ვიყავი, როცა ვხედავდი, როგორ გვიკიდებდა ფეხზე „წითელი ჯვარი“. რა შედარებაა ბალტიისპირეთთან, 40 კაცი გახლდით ჩასული ბალტიისპირეთში, ლატვიური ეროვნული მოძრაობის ყრილობაზე და გავოცდით, როცა დავინახეთ, იქ ჩასული რამდენიმე ასეული ევროპელი და ამერიკელი დიპლომატი, პოლიტოლოგი, იურისტი. ისინი ბალტიისპირელ კოლეგებს ისე ხვდებოდნენ, როგორც პირად მეგობრებს, მათ ეხმარებოდნენ, სასარგებლო რჩევებს აძლევდნენ. ეს უდიდესი ფაქტორი იყო. ჩვენც რომ გვქონოდა ეს ფაქტორი, ბევრად უფრო წინ წავიწევდით იმ წლებში. ჩვენ არც მეგობრები გვყავდა და არც ახალი ემიგრაცია“.
13 იანვარი, 9:02
''worldatlas''-მა შეადგინა რეიტინგი იმ ქვეყნებისა, სადაც განათლების სისტემამ ''კრახი'' განიცადა და დღესაც განიცდის(ფორმალური სათაური ასეთია '' ქვეყნები, უსაშინლესი განათლების სისტემით ''). კვლევა შეიცავდა უამრავ კრიტერიუმს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია, განათლების სისტემის ორგანიზებულობა, განათლებაში ჩადებული თანხა, სწავლების ფორმა, მასწავლებელთა სწავლების მეთოდიკა, კულტურული განათლება და მოიტანა თუ არა ამ განათლების სისტემამ შედეგი/ შედეგზე გასვლა.
image
რეიტინგში 25 ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყანა გამოვლინდა, ''საპატიო'' 25-ე ადგილს საქართველო იკავებს.
1 ეკვატორული გვინეა 0.7 %
2 მიანმარი 0.8 %
3 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1.2 %
4 ზამბია 1.3 %
5 არაბეთის გაერთიანებული საამიროები 1.3 %
6 მონაკო 1.6 %
7 ლიბანი 1.6 %
8 ლიბერია 1.9 %
9 შრი-ლანკა 2.0 %
10 ერიტრეა 2.1 %
11 ლიხტენშტაინი 2.1 %
12 გვინეა 2.1 %
13 დომინიკის რესპუბლიკა 2.2 %
14 ლიბია 2.3 %
15 ირანი 2.3 %
16 პაკისტანი 2.4 %
17 ზიმბაბვე 2.5 %
18 კატარი 2.5 %
19 ანტიგუა და ბარბუდა 2.5 %
20 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2.5 %
21 ჩადი 2.6 %
22 პერუ 2.6 %
23 კამბოჯა 2.6 %
24 სიერა ლეონე 2.7 %
25 საქართველო 2.7 %
(2017-18 წლის კვლევა)
U.S.News -ის კვლევა: საქართველოს ადგილი Top-80 განათლებულ ქვეყანას შორის არ არის!
2018, 19 სექტემბერი, 20:21
U.S.News & World Report-ის კვლევაში, რომელიც მსოფლიოს განათლებული ქვეყნების რეიტინგს წარმოადგენს, საქართველო ვერ მოხვდა.
image
მართალია, საქართველო რეიტინგში წარმოდგენილ 80 ქვეყანას შორისაც ვერ მოხვდა, მაგრამ რეიტინგში ვხვდებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს.
რუსეთი რეიტინგში 22-ე ადგილზეა, თურქეთი - 35-ზე, ხოლო აზერბაიჯანი - 62-ე ადგილზე.
image
რეიტინგში წარმოდგენილი საუკეთესო 10-ეული ასე გამოიყურება:
მე-10 ადგილი – დანია
მე-9 ადგილი – შვედეთი
მე-8 ადგილი – იაპონია
მე-7 ადგილი – შვეიცარია
მე-6 ადგილი – ავსტრალია
მე-5 ადგილი – საფრანგეთი
მე-4 ადგილი – გერმანია
მე-3 ადგილი – კანადა
მე-2 ადგილი – აშშ
1-ლი ადგილი – გაერთიანებული სამეფო
image
წარმოგიდგენთ რეიტინგში ბოლო 10 ქვეყანას
71-ე ადგილი - ანგოლა
72-ე ადგილი - განა
73-ე ადგილი - კენია
74-ე ადგილი - ვიეტნამი
75-ე ადგილი - ნიგერია
76-ე ადგილი - გვატემალა
77-ე ადგილი - მიანმარი
78-ე ადგილი - ტანზანია
79-ე ადგილი - ალჟირი
მე-80 ადგილი - პაკისტანი