მომზადების დრო: 60 წუთი
ულუფა: 4
ინგრედიენტები
მწიფე შინდი - 2 კგ
ნიორი - 1/2 თავი
ქინძი - 1 დიდი კონა
მარილი
დაფქული წითელი წიწაკა
მომზადების წესები
შინდს დავასხათ წყალი და მოვხარშოთ, შემდეგ გავაგრილოთ და გადავწუროთ.
ხილი მოვათავსოთ თუშფალანგზე და გავხეხოთ. ხეხვისას თან ვასხათ თავისი ნახარში, კარგად რომ გაიხეხოს.
ქინძი და ნიორი დავკეპოთ და მარილთან ერთად შევურიოთ გახეხილი შინდის მასას.
თუ საწებელი სქელი იქნება, თავისი წვენით გავათხელოთ.