დონალდ ტრამპი მიგრანტებს აფრთხილებს

დონალდ ტრამპი მიგრანტებს აფრთხილებს

„ჩვენი ქვეყანა გაივსო“, - განცხადება დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე სტუმრობისას გააკეთა. ამის შესახებ ABC News-ი წერს.

თეთრი სახლის ლიდერმა პოტენციურ მიგრანტებსაც მიმართა და დასძინა, რომ მათ მიღებას ამერიკის შეერთებული შტატები ვეღარ შეძლებს.

აშშ-მექსიკის საზღვარზე სტუმრობისას დონალდ ტრამპმა იმაზეც ილაპარაკა, რის გამოც აშშ-ს საგანგებო მდგომარეობის შემოღება მოუწია.

ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა 15 თებერვალს გამოაცხადა, ვინაიდან კონგრესმა მექსიკის კედლის მშენებლობისთვის დაფინანსების გამოყოფაზე უარი თქვა.

მარტის მიწურულს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მექსიკა უკანონო მიგრაციის შეჩერებას ვერ შეძლებს მეზობელთან საზღვარს ჩაკეტავს.