გია ხუხაშვილი თვლის, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი დღეს „ქართულ ოცნებაში“ არ წავა, თუ არ ჩავთვლით მედროვეებს, თუმცა მედროვეებით პარტიის დაკომპლექტება ვითარებას ვერ შეცვლის. ექსპერრტის თქმით, თამასა იმდენად დაბლაა, რომ კობახიძის ქვეშ ყოფნა ნორმალურ ადამიანს, თუ ის მედროვე არ არის, არ უნდა. პრობლემა მმართველობით სტილშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლა მძიმე შედეგებს მოგვიტანს.
for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.
ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ მმართველად მოიხსენიებენ. ივანიშვილის გამოუცდელობამ პოლიტკაში რამდენად რთულ პოლიტიკურ შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა, მით უფრო 2020 წლის საარჩევნო სიის დაკომპლექტების მხრივ?
გია ხუხაშვილი: პრობლემა არის მმართველობით სტილში, კონსტრუქციაში. ძალის ცენტრი და ინსტიტუციური ცენტრი აცდენილია ერთმანეთს. ვერ ვიტყოდი, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლა არის კარგი. პირიქით, კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მოგვიტანს, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ მომხდარა ლიდერების გენერაცია. გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, თავი დავანებოთ იმას, რომ ძალიან ჩახლართულია, ისეა აგებული, რომ „ქართულ ოცნებაში“ არავის არ აქვს პასუხისმგებლობის განცდა. ყველას იმის განცდა აქვს, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. ამიტომაც მისი პოლიტიკიდან წასვლა, არ არის ჯანსაღი პროცესი. პირიქით, შეიძლება ქაოსი და უმართავი პროცესი დაიწყოს. მე ვიტყოდი, რომ ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის ბევრად უკეთესია აღვადგინოთ ინსტიტუციური წესრიგი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი უნდა დაუბრუნდეს პრემიერ–მინისტრის თანამდებობას?
– რა თქმა უნდა, ძალის ცენტრი და ინსტიტუციური ცენტრი უნდა მოიყვანოს თანხვედრაში. საზოგადოებაში არის განცდა, რომ ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებებს და ამის ფორმალიზება უნდა მოხდეს - ფორმალურ ჩარჩოებში მოექცევა და გარკვეულწილად, უფრო გასაგები გახდება სად, რა და როგორ, სისტემა გარკვეულ ეფექტურობას შეიძენს, თუნდაც დროებით.
ივანიშვილის პრემიერობა არის „ქართული ოცნების“ გადარჩენის ფორმულა?
– არა, მაგრამ გაჩნდება იმის თეორიული შანსი, რომ რაღაცა წესრიგში მოიყვანონ. როდესაც ახალ სახეებზე, ახალ გუნდზე არის ლაპარაკი, ამ გაუგებარ სისტემაში ეს არის ილუზია. არც ერთი ნორმალური, არაკომპრომეტირებული კადრი დღეს „ქართულ ოცნებაში“ არ წავა, იმიტომ, რომ იქ არ არის მიზიდულობის ცენტრი. კადრების პოვნაც ძნელია. ვის უნდა ელაპარაკოს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს, ყველაფერი გაუგებარია. შესაბამისად, ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ივანიშვილის პრემიერობა იქნება. ეს არის სისტემური ხარვეზი. პიროვნულ ჭრილში დღესაც მისი გულშემატკივარი ვარ, იმიტომ, რომ ჩვენ ერთად ძალიან მძიმე დრო გამოვიარეთ და ამის დავიწყება შეუძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ინსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ივანიშვილის პრემიერობა ბევრად უკეთესი იქნებოდა.
კულუარებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი დაბრუნდება პრემიერად, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს...
– ამის დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ თუ ასე მოხდა, კარგი იქნება, პირადად მისთვისაც. ნაკლები შრომა არ უწევს დღეს, ვხედავთ, რომ უკვე სოფლებში უწევს ივანიშვილს ხეტიალი. ჩემი აზრით, ეს სწორი ნაბიჯია, თუნდაც დროებით. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია ამით პროცესის გადარჩენა, რადგან პროცესმა უკვე მიიღო შეუქცევადი ხასიათი, ეს პოლიტიკური ძალა განწირულია. განწირულია იმიტომ, რომ არ ეფუძნება არაფერს. არ არსებობს ერთიანი ხედვა.
მითხარით რა აკავშირებს ნუკრი ქანთარიას და ირაკლი კობახიძეს ერთმანეთთან? – არაფერი. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ხათრით იძულებული არიან აიტანონ ერთამანეთი. ბესელია გავიდა პარტიიდან, მაგრამ 80% ხომ ბესელია არის. გარდა ამისა, რა პროცესიც დაიწყო მართლმსაჯულებაში, ეს ხომ საერთოდ კატასტროფაა. ფაქტობრივად, მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესით „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრე. ანუ, დღეის მდგომარეობით უკვე ოპოზიციონრობა აღარ არის ამ ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, სისტემის თვალსაზრისით, ერთი ძალაა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის – PACE–ს დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ცვლილება მოხდა, გადაწყვეტილება უმარავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბესელია და კვაჭანტირაძე გადავიდა ოპოზიციაში. შეიძლება ითქვას, რომ მმართველი გუნდი შურისძიების მოტივზეა გადასული - განსხვავებული მოსაზრების გამო პარტიის წევრების გარიცხვა, როგორც ეს ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს?
– სახლობანას თამაშობენ, პატარა ადამიანები რაღაცას ჩალიჩობენ, ფათი–ფუთობენ. სახელმწიფოებრივად არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ვინ იქნება დელეგაციაში და ვინ არა. ვინ არის დღეს „ქართული ოცნება“? – „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრე გახდნენ, შედეგად „ქართულ ოცნებას“ რიცხავენ „ქართული ოცნებიდან“, ამ პარადაქსულ პროცესში ვართ. ვინც წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“ და ვინც დააფუძნა, აი, ეს ადამიანები ტოვებენ პარტიას და ვინ რჩება ოცნების სახედ? - რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ერთი დღე არ უბრძოლიათ, მზამზარეულზე მოვიდნენ და დავსვით კაბინეტებში. ზოგი ბუჩქიდან გამოვიდა, ზოგი პირდაპირ მიშას მსახურებიდან მოიყვანეს. აი, ეს ხალხი გახდა დღეს „ქართულ ოცნება“. შესაბამისად, ეს აღარ არის „ქართული ოცნება“, ეს არის კოლექტიური მურუსიძის პარტნიორი, რაღაცა გაუგებარი მსოფლმხედველობის ადამიანთა დაჯგუფება, რომლებიც დღემდე პარაზიტირებენ ივანიშვილის რესურსებზე. თვითონ არც არაფერი შეუქმნიათ, არც არაფერი გაუკეთებიათ, არც წარსული და მაღალი ალბათობით არც მომავალი არ არიან.
არც წარსული და არც მომავალი – ასეთია დღეს არსებული მმართველი გუნდი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება „ოცნების“ ახალი გუნდი 2020 წლის არჩევნებზე, ანუ რა გუნდით შევა პარლამენტში ივანიშვილი? რამდენადაც ირკვევა, გუნდის მთლიან ცვლილებაზე არ არის საუბარი...
– 2020 წლამდე რომ მიაღწიო, ამასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ისინი ელექტორატზე ვერც იფიქრებენ.
მაგრამ ახალი სახეების მოძიებაზე დაიწყო პარტიამ მუშაობა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არ არის ფიქრი მომავალზე?
– ერთია ისინი რას ფიქრობენ და მეორეა ისტორიული კანონზომიერება. დიახ, ისტორიული კანონზომიერებით არ აქვთ პრესპექტივა. ისინი რომ იბრძოლებენ, იფიქრებენ ახალი სახის მოძიებაზე, ეს ცხადია, მაგრამ ერთ ახალ სახეს ვერ იპოვიან და ამაში დარწმუნებული ვარ.
for.ge–სთან საუბრისას გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ბევრი ადამიანია საქართველოში, რომელსაც სურს დაიწყოს პოლიტიკური კარიერა და დაიწყოს „ქართულ ოცნებიდან“...
– ერთი ადამიანი გვაჩვენონ, ვინც ასე ფიქრობს. გამოაცხადეს, რომ ვიწყებთ ახალი სახეების მოზიდვასო და ერთი ახალი სახე ნახეთ? ისევ ღარიბაშვილი ამოქექეს, მეტი რა გააკეთეს? არც ერთი ნორმალური და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი არ წავა „ქართულ ოცნებაში“. რა თქმა უნდა, მედროვეები წავლენ, მაგრამ მედროვეებით პარტიის დაკომპლექტება რას შეცვლის?
თამასა იმდენად დაბლაა, რომ კობახიძის ქვეშ ყოფნა რატომ უნდა უნდოდეს ნორმალურ ადამიანს, თუ ის მედროვე არ არის და პირად გამორჩენას არ ეძებს?! ღირსეულ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, სერიოზული პოლიტიკური პერსპექტივა აქვს, კობახიძის ჩრდილის ქვეშ რანაირად იმუშავებს?
თქვენ ფიქრობთ, რომ 2020 წელს კობახიძე იქნება პარლამენტის თავმჯდომარე?
– ჯერჯერობით ასე ჩანს. აბა ვინ არიან, ზარდიაშვილი, თუ მდინარაძე? გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს ადამიანები ჩაიჩოჩებენ და სხვას გაუშვებენ წინ? ესენი იმიტომ იბრძვიან, რომ თვითონ უნდათ ძალაუფლება, ბოლომდე იბრძოლებენ და ამაშია საქმე, კიდევ უფრო დაამძიმებენ მდგომარეობას. გვახსოვს ჩვენ პროექტები – „2030“ და „მოქალაქე“, ამ პროექტების მიზანი იყო ახალი სახეების მოყვანა. ამ მასშტაბური პროექტიდან ერთი ახალი სახე მითხარით.
ზარქუა წავიდა საკრებულოში, დონდუა გახდა მინისტრის მოადგილე...
– ამას ჰქვია განახლება და ახალი სახეები? პარტია, რომელიც ეპოტინება მურუსიძეს და მას გადააყოლა ფაქტობრივად უმრავლესობა, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ხელისუფლებას ამ ადამიანებთან აქვთ კომფორტი, იმ სისტემის მძევლები არიან, რომელიც გადმოიბარეს. მე, პირადად, როგორც პიროვნებას მიხეილ სააკაშვილთან არანაირი პრობლემა არ მქონდა, პრობლემა მქონდა მის მანკიერ სისტემასთან და ამის გამო ვებრძოდი წლების განმავლობაში, იმათგან განსხვევით, ვინც დღეს „ქართული ოცენების“ ე.წ. ელიტას წარმოადგენს.
ჩემი ბრძოლა იმიტომ გრძელდება, რომ სისტემა არ შეიცვალა, იგივე დარჩა. სისტემას ვებრძვი და არა ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ.
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სისტემა კიდევ უფრო მოძლიერდა. კოლექტიური მურუსიძე, რომელიც მიშას ინსტრუმენტად და მსახურად ჰყავდა, ის მართავდა. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ამ ურჩხულს ეს ხელისუფლება ვეღარ მართავს და პარტნიორად გაიხადა. მუდმივ მოსამართლედ ნიშნავენ ადამიანებს, რომელთა ხელითაც ბინძური მართლმსაჯულება ბობოქრობდა ქვეყანაში. ეს ადამიანები დაწინაურდნენ და „ქართული ოცნების“ პარტნიორები გახდნენ.
13 იანვარი, 9:02
''worldatlas''-მა შეადგინა რეიტინგი იმ ქვეყნებისა, სადაც განათლების სისტემამ ''კრახი'' განიცადა და დღესაც განიცდის(ფორმალური სათაური ასეთია '' ქვეყნები, უსაშინლესი განათლების სისტემით ''). კვლევა შეიცავდა უამრავ კრიტერიუმს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია, განათლების სისტემის ორგანიზებულობა, განათლებაში ჩადებული თანხა, სწავლების ფორმა, მასწავლებელთა სწავლების მეთოდიკა, კულტურული განათლება და მოიტანა თუ არა ამ განათლების სისტემამ შედეგი/ შედეგზე გასვლა.
image
რეიტინგში 25 ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყანა გამოვლინდა, ''საპატიო'' 25-ე ადგილს საქართველო იკავებს.
1 ეკვატორული გვინეა 0.7 %
2 მიანმარი 0.8 %
3 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1.2 %
4 ზამბია 1.3 %
5 არაბეთის გაერთიანებული საამიროები 1.3 %
6 მონაკო 1.6 %
7 ლიბანი 1.6 %
8 ლიბერია 1.9 %
9 შრი-ლანკა 2.0 %
10 ერიტრეა 2.1 %
11 ლიხტენშტაინი 2.1 %
12 გვინეა 2.1 %
13 დომინიკის რესპუბლიკა 2.2 %
14 ლიბია 2.3 %
15 ირანი 2.3 %
16 პაკისტანი 2.4 %
17 ზიმბაბვე 2.5 %
18 კატარი 2.5 %
19 ანტიგუა და ბარბუდა 2.5 %
20 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2.5 %
21 ჩადი 2.6 %
22 პერუ 2.6 %
23 კამბოჯა 2.6 %
24 სიერა ლეონე 2.7 %
25 საქართველო 2.7 %
(2017-18 წლის კვლევა)
U.S.News -ის კვლევა: საქართველოს ადგილი Top-80 განათლებულ ქვეყანას შორის არ არის!
2018, 19 სექტემბერი, 20:21
U.S.News & World Report-ის კვლევაში, რომელიც მსოფლიოს განათლებული ქვეყნების რეიტინგს წარმოადგენს, საქართველო ვერ მოხვდა.
image
მართალია, საქართველო რეიტინგში წარმოდგენილ 80 ქვეყანას შორისაც ვერ მოხვდა, მაგრამ რეიტინგში ვხვდებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს.
რუსეთი რეიტინგში 22-ე ადგილზეა, თურქეთი - 35-ზე, ხოლო აზერბაიჯანი - 62-ე ადგილზე.
image
რეიტინგში წარმოდგენილი საუკეთესო 10-ეული ასე გამოიყურება:
მე-10 ადგილი – დანია
მე-9 ადგილი – შვედეთი
მე-8 ადგილი – იაპონია
მე-7 ადგილი – შვეიცარია
მე-6 ადგილი – ავსტრალია
მე-5 ადგილი – საფრანგეთი
მე-4 ადგილი – გერმანია
მე-3 ადგილი – კანადა
მე-2 ადგილი – აშშ
1-ლი ადგილი – გაერთიანებული სამეფო
image
წარმოგიდგენთ რეიტინგში ბოლო 10 ქვეყანას
71-ე ადგილი - ანგოლა
72-ე ადგილი - განა
73-ე ადგილი - კენია
74-ე ადგილი - ვიეტნამი
75-ე ადგილი - ნიგერია
76-ე ადგილი - გვატემალა
77-ე ადგილი - მიანმარი
78-ე ადგილი - ტანზანია
79-ე ადგილი - ალჟირი
მე-80 ადგილი - პაკისტანი