ბარდის ნოყიერი და ძალიან გემრიელი წვნიანი პრასით   

ბარდის ნოყიერი და ძალიან გემრიელი წვნიანი პრასით  

ინგრედიენტები

ხმელი ბარდა - 500 გ

ხახვი - 2 თავი, წვრილად დაჭრილი

პრასი - 2 ღერი, წვრილად დაჭრილი

ქინძი - 2 კონა

ნიორი - 3 კბილი, დანაყილი

ზეთი ან კარაქი - მოსაშუშად

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

ბარდას დავასხათ წყალი და 2 საათი გავაჩეროთ, შემდეგ გადავწუროთ და მოვხარშოთ.

როცა დარბილდება, ჩავუმატოთ ცხიმში მოშუშული პრასი და ხახვი. წვნიანი ბლენდერით

ავთქვიფოთ, საჭიროებისამებრ დავუმატოთ წყალი სასურველი კონსისტენციის მისაღებად,

შემდეგ ჩავაბრუნოთ ქვაბში, შევანელოთ მარილით, პილპილითა და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. ბოლოს მოვაყართ ქინძი და ნიორი.