ცივი სუფი მჟაუნითა და კიტრით

ცივი სუფი მჟაუნითა და კიტრით

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

მჟაუნა - რამდენიმე კონა

კიტრი - 300 გ

არაჟანი - 100 გ

კვერცხი - 4 ცალი

კამა

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

გაარჩიეთ მჟაუნა, გარეცხეთ ცივ, გამდინარე წყალში, შემდეგ კი დაჭერით.

დაასხით მდუღარე წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. ნახარში გააცივეთ.

ამასობაში დაჭერით კიტრი და მწვანე ხახვი წვრილად.

მოხარშეთ კვერცხი მაგრად, გააცივეთ და დაჭერით წვრილად.

აურიეთ ერთმანეთში კვერცხი, კიტრი და მწვანე ხახვი, მოაყარეთ მარილი და აურიეთ.

გადაიტანეთ მჟაუნის ნახარშში, დაუმატეთ არაჟანი, აურიეთ და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა. გააცივეთ რამდენიმე წუთი მაცივარში.