ხელისუფლების შეცვლიდან მეშვიდე წელს, სამართლიანობის იდეას ისევ საფრთხე ემუქრება

ხელისუფლების შეცვლიდან მეშვიდე წელს, სამართლიანობის იდეას ისევ საფრთხე ემუქრება

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია 13 აპრილს საზოგაოდებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ მიერ დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობას მიიღებს.

 “13 აპრილს ფილარმონიაში შეკრებაზე, რასაკვირველია, ვიქნები. საზოგადოებრივი მოძრაობის ამ ფორმატით შეკრება  ჩვენთვის ერთგვარი გაგრძელებაა სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სწორედ ახლა არის  დრო, როცა ამ იდეამ კიდევ უფრო მძაფრი და ახალი შინაარსი შეიძინოს. თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის საკითხი დღეს გაცილებით უფრო მწვავედ დადგა, მეშვიდე წელს ხელისუფლების შეცვლიდან, სამართლიანობის იდეას ისევ ემუქრება საფრთხე. ამიტომ 13 აპრილის შეკრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ყველა იმ ადამიანს ველოდებით, ვინც არ დაიღალება და არ მოდუნდება  ბრძოლაში, როდესაც საქმე სამართლიანობას, თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს ეხება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.