30 წელიწადში დედამიწის მოსახლეობა 2 მილიარდით გაიზრდება

30 წელიწადში დედამიწის მოსახლეობა 2 მილიარდით გაიზრდება

2 აპრილს გაეროს გენერალურმა მდივანმა წარადგინა ანგარიში, რომლის თანახმად, დედამიწის მოსახლეობა 2050 წლისთვის 9,7 მილიარდ ადამიანამდე გაიზრდება.

იცით თუ არა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში? რამხელა იყო 100 წლის წინ ჩინეთის მოსახლეობა? და არსებობს თუ არა ქვეყნები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირდება?

გაეროს ეკონომიკის და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, დღეს დედამიწაზე 7,7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ამავე დეპარტამენტის მონაცემებით, 1500 წელს პლანეტაზე 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 1800 წელს - დაახლოებით მილიარდი, 1950 წელს - თითქმის 2,5 მილიარდი.

2019 წლის აპრილის დასაწყისისთვის აშშ-ის მოსახლეობა 328 მილიონ ადამიანზე მეტს შეადგენს. მოსახლეობის აღწერის თანახმად, 1970 წელს - 203 მილიონი იყო, 1900 წელს კი - 76 მილიონი.

მსოფლიოს ყველაზე დასახლებული ქვეყანა დღეს - ჩინეთია. იქ თითქმის 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. 1900 წელს ჩინეთში 400 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

ნიგერია აფრიკის კონტინენტზე ყველაზე უხვად დასახლებული ქვეყანაა. იქ 200 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. გაეროს შეფასებით, 2019 წელს ნიგერიის მოსახლეობა 200 მილიონ ადამიანს შეადგენს.

ევროპაში გერმანია მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზეა (რუსეთის შემდეგ). 1999 წლის სტატიტიკის თანახმად, გერმანიაში 82 მილიონ ადამიანზე ოდნავ მეტი ცხოვრობდა. მომდევნო 20 წელიწადში ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად არ შეცვლილა. 2019 წელს გერმანიაში ცხოვრობს 83 მილიონზე ოდნავ ნაკლები ადამიანი.

გაეროს შეფასებით 2019 წლისთვის ლათინური ამერიკის მოსახლეობის საერთო რაოდენობაა 658 მილიონი ადამიანია, აქედან მხოლოდ ბრაზილიაში ცხოვრობს 200 მილიონ ადამიანზე ოდნავ მეტი.

რუსეთში 2010 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, 142,9 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, როცა 1897 წლის მონაცემების თანახმად, რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე 125,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.

2011 წლის აღწერის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 63 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს. აქედან ინგლისში 53 მილიონი, შოტლანდიაში კი - 5 მილიონზე ოდნავ მეტი.

რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობას, საქსტატის მონაცემებით, 1994-2017 წლების პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება. 2018 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 3 721 000 ადამიანი ცხოვრობს.