ალეკო ელისაშვილის თქმით, საინტერესია, იმ შემთხვევაში თუ საქართველო-უკრაინას შორის რამე კონფლიქტი მოხდება, ვის მხარეს დაიჭერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
“ღმერთმა დაგვიფაროს საქართველო და უკრაინას შორის რაიმე კონფლიქტი მოხდეს, ვის მხარეს იქნება საინტერესოა. აბსურდულ რაღაცას ვამბობ მაგრამ ასეთია ხომ ცხოვრება? არ უნდა იკადრო ასეთი რამ. გადიხარ და რაღაცა მოხეტიალე პოლიტიკოსი გახდი. მოეთმინა, დამჯდარიყო და სადმე ლექციები წაეკითხა, ჩუმად ყოფილიყო ბოდიშები მოეხადა, ხანდახან გაცილებით კარგი ტიპი იქნებოდა ჩემთვისაც და სხვებისთვისაც.” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა