მეფე გაიქცა, საქართველო თავისუფალია

მეფე გაიქცა, საქართველო თავისუფალია

"მეფე გაიქცა, საქართველო თავისუფალია", - ასე ეხმიანება დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საქართველოდან წასვლას "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი. დღეს ცნობილი გახდა, რომ სკანდალში გახვეულმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქვეყანა დატოვა.

ინფორმაცია მედიას მისმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ მიაწოდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ სამეფო გვარის წარმომადგენელი მადრიდში წავიდა, რადგან დედის ავადმყოფობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

შეგახსენებთ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ყოფილ მეუღლეს, ფიზიკური ძალადობაში, ფსიქოლოგიურ ტერორში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს. სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში დაზიანებები, რომლებიც ბაგრატიონ-გრუზინსკის აქვს მიღებული, 2014 წლით არის დათარიღებული. დედოფალი ამ საქმეზე ორჯერ დაიკითხა. გამოძიება კი ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.