„ეს პატივისცემა გაასმაგდა მას მერე, რაც გავიგე…”

„ეს პატივისცემა გაასმაგდა მას მერე, რაც გავიგე…”

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, შორენა სიხარულიძე ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძეს სოციალურ ქსელის მეშვეობით მიმართავს:

„ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს გცემდი, მაგრამ ეს პატივისცემა გაასმაგდა მას მერე, რაც გავიგე, რომ ზურას შვილი ყოფილხარ! იმ ზურა ჩიხლაძის, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ თვითმფრინავში, სოხუმის მისაშველებლად რომ კოპიტნარიდან გაფრინდა! ეს იყო ბოლო თვითმფრინავი, რომელიც სოხუმს მიეშველა! ზურა, განახევრებულ ქუთაისის ბატალიონს, ცოცხალ-მკვდარი ჩამოჰყვა ქუთაისში და ძალიან მალე გულით დაიღუპა…

…ასე იბრძოდნენ და მერე მარადისობაში გადადიოდნენ საქართველოსთვის კაცები!!! მე მიყვარს ისინი, მათი თავდადება და მათი შვილები, მათი მონაგარი!

…ჩემი მხარდაჭერა შენ, კარგო ადამიანო, ქართველო!

ზურა ჩიხლაძეს, მამაშენს კი – საუკუნო ხსენება და ნათელი!“ – წერს შორენა სიხარულიძე “ფეისბუქის” გვერდზე.