ხელფასებზე 100-100 ლარი შევაგროვოთ და იქნებ დინამიკები ვიყიდოთ

ხელფასებზე 100-100 ლარი შევაგროვოთ და იქნებ დინამიკები ვიყიდოთ

,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში არსებულ ტექნიკურ ხარვეზზე  საუბრობს.

„დარბაზში არაფერი ისმის. ხელფასებზე 100-100 ლარი შევაგროვოთ და იქნებ დინამიკები ვიყიდოთ, ერთმანეთის ლაპარაკს ნორმალურად გავიგებთ“, – მიმართა კობახიძეს კვიციანმა.

დეპუტატების განცხადებით, საქართველოს პარლამენტის ახალ სხდომათა დარბაზში გახმოვანების პრობლემის გამო ხშირად გამომსვლელების ხმა სათანადოდ არ ისმის, თუმცა როგორც ხელმძღვანელობა ამბობს, ეს პრობლემა მალე გადაიჭრება.