უკრაინამ რუსეთის მიმართულებით არარეგულარული ავიარეისებიც აკრძალა

უკრაინამ რუსეთის მიმართულებით არარეგულარული ავიარეისებიც აკრძალა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა რუსეთის მიმართულებით არარეგულარული ავიარეისები აკრძალა. აკრძალვა არ შეეხება მხოლოდ გაეროს, ეუთოსა და წითელი ჯვრის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ გადაუდებელ ფრენებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის" დამაარსებელი იური ბოიკო და პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობა მოსკოვში ვიზიტით ჩავიდნენ.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებით, ბოიკომ და მედვედჩუკმა კანონში არსებული ბუნდოვანებით ისარგებლეს, ვინაიდან აქამდე რუსეთის მიმართულებით ფრენის შეზღუდვა არარეგულარულ ავიარესებს არ ეხებოდა.

2015 წლის ოქტომბერში უკრაინამ რუსეთთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. აკრძალვა ყველა ავიაკომპანიას შეეხო.