ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს – ვის წისქვილზე ასხამს წყალს თენგიზ ჯგუშია?!

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს – ვის წისქვილზე ასხამს წყალს თენგიზ ჯგუშია?!

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი დარასელია სოციალურ ქსელში,  შუალედურ არჩევნებში, დამოპუკიდებელ კანდიდატ თენგიზ ჯგუშიაზე წერს.

,,ზუგდიდის მერობისთვის ბრძოლა დაწყებულია, კანდიდატების ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილია. ძირითად მეტოქეებად “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები სახელდებიან. თუმცა, მოდით ნუ დავივიწყებთ დამოუკიდებელ კანდიდატებს. მათში ყველაზე გამოცდილია საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი თენგის ჯგუშია. ამ უდაოდ ქარიზმატულმა და ენერგიულმა პირიმა რამდენიმე კვირაა ზუგდიდში დაიწყო აქტიური პიარ კამპანია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკაზეა აგებული. რათქმაუნდა სოციალური, თუ სხვა პრობლემებით დათრგუნული მოსახლეობის ნაწილისთვის ჯგუშიას პოპულისტური განცხადებები მისაღებია, მაგრამ თავად კანდიდატი საზოგადოებაში ნდობით არ სარგებლობს. სახვათაშორის არც თუ უმიიზეზოდ. თ. ჯგუშიას შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს, იყო წარჩინებული მოსწავლე, სტუდენტი, კომუნისტური პარტ ორგანიზაციის წევრი (არ აპიარებს ), მუშაობდა მთავრობაში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, 1995 წელს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პროპორციული სიით გახდა პარლამენტის წევრი. 1999 წელს, ზუგდიდის მაჟორიტარი, თუმცა უკვე საარჩევნო ბლოკ “აღოძინება”-ს წარდგინებით. რაღა დასამალია, ჯგუშიას საარჩევნო კამპანია იმ პერიოდშიც ხელისუფლების კრიტიკაზე იყო აგებული. მან ადგილოვრივ მოსახლეობასთან მცირე დროის მანძილზე 130-მდე შეხვედრა ჩაატარა და თითოეული შეხვედრისას უნიათობაში, კორუპციაში და მოსახლეობის პრობლემებისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდა ჩინოვნიკებს. მიწასთან ასწორებდა ედუარდ შევარდნაძესა და მის მთავრობას, რითაც მოიგო ადგილობრივების გული. მიუხედავად აღნიშნულისა ზუგდიდის „ოპოზიციონერმა“ მაჟორიტარმა კარგად მორგებული მანტია პარლამენტში შესვლიდან მალევე მოიშორა და იმ დროისათვის სახელისუფლებო ფარაქცია “რეგიონებში” გაწევრიანდა. რითაც მოატყუა 20 ათასამდე ამომრჩეველი. სხვათა შორის თ. ჯგუშია ყველა დროში აქტიურად საუბრობდა მოსახლეობის პრობლემებზე და ამაში მთავრობის დადანაშაულება არც ერთ ეტაპზე არ გასჭირვებია, თუმცა ამ ქარიზმატულ კაცს, ამ მდიდარი ბიოგრაფიის პატრონს უჭირს იმაზე საუბარი თავად ამბიონზე მყოფს დახმარების ხელი რამდენი მოქალაქისთვის გაუწვდენია, რა პრობლემა მოუგვარებია, საკუთარ ქალაქზე შეყვარებულს ქალაქისთვის რა სარგებელი მოუტანია. ყოველივე ზემოხსენებული კარგადაა ცნობილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შესაბამისად მოსახლეობაში თ.ჯგუშიას რეიტინგი დაბალია, ხოლო არჩევნებში მისი გამარჯვება ფაქტიურად შეუძლებელი. მაშ რას ემსახურება ჯგუშაიას აქტიურაბა, რა სარგებელს ხედავს ამდენად გამოცდილი პოლიტიკოსი მარცხისთვის განწირულ ბრძოლაში? ჯერ კიდევ შორეულ 1999 წელს ზუგდიდის მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, ჯგუშიას და ბიზნესმენ, ამჟამად ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელ მდივან, კობა ნაყოფიასთან მეგობრობასა და ნათესაურ კავშირზე, თენგიზ ჯგუშია კობა ნაყოფიას შვილის ნათლიაა. ასევე, კ. ნაყოფიას მიერ “აღორძინების” პროპორციულ სიაში გამსვლელ ნომრად შეყვანის სანაცვლოდ ჯგუშიას მიერ აღებულ 50 ათას აშშ დოლარზე. მართალია ჯგუშიამ ვერ მოახერხა ნაყოფიას გაპარლამენტარება, თუცა აღნიშნულმა ფაქტმა მათ მეგობრობაზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა. მოდით ლოგიკურად მივყვეთ ჯაჭვს, ჯგუშია ვერ გაიმარჯვებს ზუგდიდში, თუმცა აქტიურობს, დაუღალავად აკრიტიკებს ხელისუფლებას, რითაც აზარალებს სახელისუფლებო კანდიდატს. შესაბამისად რთული მისახვედრი არაა თუ ვის წისქვილზე ასხამს ხელისუფლებაში ნაც.მოძრაობის ყოფნის პერიოდში გაყუჩებული, ზუგდიდის სიყვარულით გულანთებული დიადი კამბინატორი და უპრინციპო პოლიტიკოსი თენგიზ შუმას ძე ჯგუშია. – წერს გიორგი დარასელია