სანკტ პეტერბურგში პუტინს საფლავის ქვა დაუდგეს

სანკტ პეტერბურგში პუტინს საფლავის ქვა დაუდგეს

სანკტ პეტერბურგში წმინდა ისააკის საკათედრო ტაძართან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საფლავის ქვა დადგეს, რომელზეც მისი სიცოცხლის თარიღი (1952-2019 ) და წარწერა „უღალატა რუს ხალხს“ არის აღნიშნული.

სოციალურ ქსელ ტელეგრამში გვერდი Агит Россия იტყობინება, რომ საფლავი მათმა აქტივისტებმა დადგეს, მათი განმარტებით, საფლავის დადგმით მათ უნდოდათ თქმა, რომ „პუტინი რუსეთის მოქალაქეებისთვის მოკვდა, ხალხის საწინააღმდეგო კანონების , მუდმივი სიცრუისა და ამაზრზენი მმართველობის გამო.“