პოროშენკომ ზელენსკის გამოწვევა მიიღო - პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები სტადიონზე გაიმართება

პოროშენკომ ზელენსკის გამოწვევა მიიღო - პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები სტადიონზე გაიმართება

უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავის კონკურენტს ვლადიმირ ზელენსკის დებატებზე დათანხმდა, აღასანიშნავი ამ ამბავში არის ის, რომ დებატები ზელენსკის შეთავაზების თანახმად კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, ამის შესახებ საუბარია პოროშენკოს მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, პოროშენკოს თქმით, იმისდა მიუხედავად რომ დებატები შოუ არაა, ის ზელენსკის შეთავაზებას თანხმდება.

„დებატების წესები გაწერილია პრეზიდენტის არჩევნების შესახებ კანონში, წაიკითხეთ ის გეთაყვა. ის შეიძლება ჩატარდეს საზოგადოებრივი ტელევიზიის ბაზაზე და მისი ჩვენება ათეულობით მილიონი ადამიანისთვის მოხდეს სხვადასხვა ტელეარხებით. ასეთია უკვე დადგენილი წესები. მაგრამ თუ სტადიონი, დაე იყოს სტადიონი. გელოდებით ვლადიმირი ალექსანდრეს ძევ.“- განაცხადა პოროშენკომ.

დებატების გამართვის აუცილებლობის შესახებ თავდაპირველად პეტრო პოროშენკომ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე განაცხადა, შეთავაზებაზე ზელენსკის შტამბა 3 აპრილს უპასუხა, ზელენსკი დებატებს დათანხმდა ორი პირობით, ერთი იყო ის რომ დებატები კიდევის ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გამართულიყო, ხოლო მეორე, კანდიდატებს სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლოთ იმის დასადასტურებლად, რომ არცერთი მათგანი ალკოჰოლიკი ან ნარკომანი არ იყო.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. უკრაინის ცესკოს ინფორმაციით მსახიობმა და კომიკოსმა ვლადიმირ ზელენსკიმ 30.24% აიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი 15.95%. სწორედ ეს ორი კანდიდატი გადავიდა არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 21 აპრილს გაიმართება.