"ქართველების შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ" – ქართველი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვს ემუქრება

გვერდი "ქართველი მეამბოხე" ქართველი სპორტსმენის რომან დოლიძის მიმართვას ავრცელებს, რომელიც მან ცნობილი ჩრდილო კავკასიელი მებრძოლის ხაბიბ ნურმაგომედოვის საპასუხოდ თქვა:

ნურმაგომედოვი მასზე გადაღებულ გადაცემის დროს საქართველოზეც საუბრობს. "თავს გვესხმოდნენ ქართველები და ჩეჩნები. ისტორიაში ჩვენ მათგან ბევრი ცუდი რამ გვახსოვს", – ამბობს ნურმაგომედოვი, როცა საზოგადოებას იმ კუთხეს აცნობს, სადაც დაიბადა.

ხაბიბის ეს ტექსტი უყურადღებოდ არ გამორჩენია ქაართველების საყვარელ მებრძოლს რომან დოლიძეს, რომელიც უკვე UFC–ში ასპარეზობს. დოლიძემ ხაბიბის სიტყვებს პასუხი გასცა.

"არც ერთ ადამიანს, არც ერთ ერის წარმომადგენელს არ აქვს ქართველებზე ასეთი რამის დაბრალების უფლება და ვპირდები ჩემ ქართველ ხალხს ხაბიბს საკადროს პასუხს გავცემ ოქტაგონზე", - თქვა ქართველმა მებრძოლმა.