უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატმა ვლადიმერ ზელენსკიმ ოპონენტი, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო დებატებში გამოიწვია და პირობებიც წაუყენა.
ამის შესახებ ვიდეორგოლშია ნათქვამი, რომელიც ზელენსკიმ სოციალურ ქსელ facebook-ზე გამოაქვეყნა. ზელენსკიმ მეტოქეს რამდენიმე პირობა წაუყენა: მან განაცხადა, რომ დებატები უნდა გაიმართოს კიევის საფეხბურთო მოედანზე- "ოლიპიურზე", რომელიც 70 ათას მაყურებელს იტევს. ამასთან, მედიას უნდა ჰქონდეს უფლება პირდაპირ ეთერში აჩვენოს დებატები, აუცილებელია დებატების მონაწილეებმა გაიარონ სამედიცინო შემოწმება და დაამტკიცონ, რომ მათ შორის არ არის ლოთი და ნარკომანი. ასევე, პოროშენკომ საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ დებატებს მართავს არა კლოუნთან, თვითმარქვიასთან, ან მასხარასძთან, არამედ უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატთან, ვლადიმერ ზელენსკისთან.
ზელენსკიმ პოროშენკოს ფიქრისთვის, 24 საათი მისცა.
facebook გვერდზე -"ზელენსკის გუნდი" დაყენებულია ტაიმერი და დროს ათვლა დაწყებულია.