„რა გააკეთა შავი სიის ანულირებამ თუ მაინც მონიტორებზე აქვთ აკრული და იმის მიხედვით გარჩევენ?“

„რა გააკეთა შავი სიის ანულირებამ თუ მაინც მონიტორებზე აქვთ აკრული და იმის მიხედვით გარჩევენ?“

მოქალაქე კახა გვალია სოციალური ქსელიში წერს:

“დღეს ბანკში შევედი კრედიტის აღება მინდოდა (ნუ ჩემი წიგნის საბოლოოდ სისრულეში მოსაყვანად დამჭირდა არც თუ ისე დიდი თანხა), მაგრამ არ მომცეს… პასუხი კი ასეთი იყო (ლამაზ-მორიდებულსახიან გოგონასგან), რომ თქვენ ოდესღაც შავ სიაში იყავითო ბატ. კახაო. დიახ ოდესღაც ვიყავი რადგან 2 კვირის გამოტანილი მქონდა ტელეფონი არაფრისთვის რომ დამიჭირეს… არაფრისთვის… უბრალოდ მოუნდათ და დამიჭირეს… როდესაც გამოვედი და საბუთი მივიტანე თიბისიში, მახსოვს როგორ ჩაეღიმათ და ზრდილობიანად მიმანიშნეს ეგ ფურცელი სანაგვეში მოისროლეთო… ანუ დატოვეს ის პროცენტდამატებული თანხა გადასახდელად (რომელსაც ვერ და არ გადავიხდიდი რადგან არ მეკუთვნოდა). ახლა კი კითხვას ვსვამ, რა გააკეთა იმ შავი სიის ანულირებამ თუ მაინც მონიტორებზე აქვთ აკრული და იმის მიხედვით გარჩევენ???”