"ყველაზე დიდი ჩათლახობაა, როცა ამბობ, რომ რაც კარგი გაკეთდა, ყველაფერი შენი დამსახურებაა და რაც ცუდი მოხდა, არაფერი იცოდი, - ასე გამოეხმაურა "შენების მოძრაობის” ლიდერი, დავით უსუფაშვილი “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
უსუფაშვილის აზრით, ხელისუფლებას ჩანაწერების თემა ხელში აუფეთქდება. " ყუმბარა, რომელიც შექმნა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა. ამ ხელყუმბარას მოკიდა ხელი ხელისუფლებამ, ის ამას ვერ გაუმკლავდა და ეს ყუმბარა ხელში აუფეთქდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ, აქ არის არამხოლოდ ბესელიასთან დაკავშირებული საკითხები და ჩანაწერები, მათი მანიპულირება, არამედ სხვა არაერთი ასეთი ჩანაწერი, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზით ვრცელდებოდა…
ამ სათამაშოთი სხვდასხვა სახელისუფლებო გარკვეული ნაწილები ზედმეტად გაერთნენ, ეს აუცილებლად აუფეთქდებათ, ხელში. ამაზე მიანიშნებს ის დაკვირვება რაზეც მოგახსენეთ, რა დროს და როგორ ჩნდება ხოლმე თუნდაც აუდიოჩანაწერები, რომელსაც ვიღაც იწერს და ჩვენ არ ვიცით, ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ასევე ჩანაწერები, რომელიც წინა პერიოდშიც ვრცელდებოდა, ან ამის თაობაზე ინფორმაცია ვრცელდებოდა “,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.