ბრუნეიში დღეიდან ახალი კანონი ამოქმედდა. ჰომოსექსუალებს შორის სქესობრივი კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და სიკვდილით, კერძოდ კი, ჩაქოლვით დაისჯება. აზიური სახელმწიფოს ახალი კანონი სხვა დანაშაულებს და სასჯელებსაც მოიცავს:
სიკვდილით დაისჯება ქორწინებაში მყოფი პირის სქესობრივი კავშირი მესამე პირთან, გაუპატიურება და სოდომური ცოდვა; ქურდობის შემთხვევაში კი, სასჯელის სახით, კიდურის ამპუტაციაა გათვალისწინებული.
ახალი კანონის შემოღებასთან დაკავშირებით, ბრუნეის სულთანმა ისაუბრა: “მსურს ჩვენს ქვეყანაში ისლამური სწავლება და წესები უფრო ძლიერი გახდეს”. – განაცხადა სულთანმა, ჰასანალ ბოლკიაჰიმ.
ჰომოსექსუალობა ბრუნეიში ახალი კანონის შემოღებამდეც დანაშაულად ითვლებოდა და 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
ბრუნეის ლგბტ თემმა შეშფოთება გამოხატა, ახალ კანონთან დაკავშირებით, და მას „შუა საუკუნეების სასჯელი“ უწოდა.