“ერთი თვეც და ყველაფერს სახელს დავარქმევ”

“ერთი თვეც და ყველაფერს სახელს დავარქმევ”

“საგამოძიებო ორგანოებისთვის ერთთვიანი ვადა მაქვს მიცემული, ერთი თვე გავა თუ არა, ამ ყველაფერს სახელს დავარქმევ,” – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის ძალაში ტოვებს ერთთვიანი ვადის შესახებ განცხადებას.

„ამ დროს დაველოდოთ. ერთი თვის თავზე, თავად გავაკეთებ შეფასებას, რასთან გვაქვს საქმე. ყველაფერი რაც ხდება, იმ პასუხისმგებლობასა და ტვირთს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც ხელისუფლებასა და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ. რაც ხდება, არაფერში წერია და მოქალაქეებს საშინელი დაუცველობის განცდას უქმნის. ერთი თვე გავა თუ არა, ამ ყველაფერს სახელს დავარქმევ“, – განაცხადა დეპუტატმა.