ლარეხის ქუჩაზე ქვაფენილი იგება

ლარეხის ქუჩაზე ქვაფენილი იგება

ჩუღურეთის რაიონში, ლარეხის ქუჩაზე ქვაფენილი იგება. 800 კვ.მ-ზე დაზიანებულ რიყის ქვის საფარს ახალი ქვაფენილი ჩაანაცვლებს. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა და ბორდიურები მოეწყობა. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „გლობალ ჰაუსი“ ასრულებს, პროექტის ღირებულება კი 100 000 ლარს შეადგენს.