ნატო მზადაა ქერჩის სრუტეში უკრაინული გემების უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოს

ნატო მზადაა ქერჩის სრუტეში უკრაინული გემების უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოს

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, რომ ნატო მზად არის ქერჩის სრუტეში უკრაინული გემების უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოს. ეს გადაწყვეტილება 25 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ინფორმაციას NOVA TV ავრცელებს.

ნატოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კეი ბეილი ჰათჩისონის განმარტებით, ორგანიზაცია ასევე გეგმავს შავი ზღვის რეგიონში საჰაერო დაზვერვის მასშტაბი გააფართოვოს. დიპლომატის თქმით, ამ საკითხზე ნატოს წევრები 3 და 4 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

25 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავა. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.