გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს

გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელ ხუან გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს. მანამდე გუაიდოსთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ მოითხოვა.

ამ მომენტისთვის  ხუან გუაიდოს წინააღმდეგ ორი გამოძიება მიმდინარეობს. მარტის ბოლოს ხუან გუაიდო პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს და საჯარო მოხელის თანამდებობის დაკავება 15 წლით აუკრძალეს. იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ ის შესაძლოა დააკავონ.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. მადუროს ხელისუფლების პირობებში კი ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.