ჩინეთში საბავშვო ბაღის აღმზრდელმა 23 ბავშვი მოწამლა

ჩინეთში საბავშვო ბაღის აღმზრდელმა 23 ბავშვი მოწამლა

უჩვეულო შემთხვევა მოხდა ჩინეთში. საბავშვო ბაღის აღმზრდელმა 23 ბავშვი გამიზნულად მოწამლა. ამის შესახებ CNN წერს.

პოლიციის ინფორმაციით, მან საკვებს ნატრიუმის ნიტრატი დაუმატა. ეჭვმიტანილი ქალი დაკავებულია. 15 ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს, 8 ამ დრომდე მკურნალობს.

მომხდარის მიზეზი და მოტივი ამ დრომდე უცნობია.