ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, თამამად შემიძლია ვთქვა

ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, თამამად შემიძლია ვთქვა

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს აფასებს, რომელიც მან გადაცემა “კვირის აქცენტებში”, ნიკა გვარამიას მისცა.

“ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრის მთავარი მიზანი არ არის არც მიHას მომავალი გეგმების ხალხისთვის მიწოდება, არც დაპირებები და არც მორიგი კეკლუცობა (ალბათ გჯერათ, რომ ინტერვიუში, თუ გადაცემაში მთავარი მესიჯის დანახვა შემიძლია.

პირველი და უმთავრესი არის ივანიშვილზე დარტყმა არა პოლიტიკური მხრიდან, არა ეკონომიკური განვითარების მხრიდან, არა სოციალური თემით, არა სახელმწიფოებრივი ხედვის მხრიდან არამედ მისთვის შეურაცხყოფის მიყენება, მისი მონსტრად გამოცხადება და დაცინვა წინასწარ დამუშავებული და ზეპირად ნასწავლი ფრაზებით, რაშიც მშვიდი, არაეგზალტირებული სახით აქტიურად იყენებს როგორც პრეზიდენტისა და ივანიშვილის გუნდის მისამართით შეურაცხყოფისა და ტალახის სროლის ელემენტებს (ის, რომ ეს “ინტერვიუ” რამდენიმე დღის განმავლობაში მომზადებული, ათასჯერ ნანახი და ათას დუბლგაკეთებული, მხოლოდ ამ ფრაგმენტებიდანაც ჩანს).

საინტერესოა მცდელობა, მოახდინოს ლავირება მის ყბადაღებულ “დემოკრატობაზე” საკუთარი “ზედმეტი დემოკრატობის” “მონანიებით” და ცდილობს გაითვალისწინოს ბრბოს მოთხოვნა მკაცრი ხელის შესახებ, რითაც შეცდომით ხალხს აყენებს შეურაცხყოფას, რადგანაც ბრბოს ადარებს. ლავირებს მის სიყვარულზე რეგიონების მიმართ და ამ მიზნით მოზომილად აყენებს შეურაცხყოფას თბილისს. მოწოდება მოსახლეობის აქტიურობისკენ და კიდევ მრავალი წერტილოვანი დარტყმა დ.ა.შ. დ.ა.შ.

მისი ფრაზების ანალიზს არანაირი აზრი არა აქვს, რადგანაც ყველა წინადადება სრული უაზრობაა და მათი როგორც საპროგრამო დოკუმენტის ხალხთან მიტანა, არც ინტერვიუერს და არც რესპოდენტს არაფერში სჭირდებათ.

ფილმი, რომელიც ახლა იქნება, დარწმუნებული ვარ რომ გადაღებულია დუჩეზე გადაღებული ფილმების სტილში, მცირე დემოკრატიული სოუსით.

მოკლედ რომ ვთქვა, დღეს ნაცებმა საკმაოდ საინტერესო მესიჯი გამოუშვეს, რომელიც ცხადია ინფორმირებულ ადამიანებზე არ იმოქმედებს, მაგრამ ის ხალხი, რომლებსაც არა აქვთ წვდომა წესიერ საინფორმაციო საშუალებეთან, არა აქვთ წვდომა არსებულ რეალობაზე და გულში ჩაბუდებულ სხვადასხვა წყენებს, მიHას მიერ ნასროლი ცუდი ცინიზმით იფხანენ, ნამდვილად ვერ გამოვლენ იმ მდგომარეობიდან, რაშიც დღეს ჩავარდნენ.

ეს საკმაოდ სერიოზული თემაა, მაგრამ ფილმ “დარიკოს” ერთ-ერთი გმირის არ იყოს, მთავრობას ჩაფარიც ყავს, ჯარიც და მე ამ ჩემი ნახევრადგაფუჭებული ლეპტოპით ამდენ დარიკოს ნამდვილად ვერ გამოვეკიდები, დანარჩენი მერე”– წერს გია გაბრიჭიძე.