არ ვაპირებ ვინმეს ვუპრუწუნო და ხმის მოცემის სანაცვლოდ ვუთხრა, რომ მარიხუანა კარგია

არ ვაპირებ ვინმეს ვუპრუწუნო და ხმის მოცემის სანაცვლოდ ვუთხრა, რომ მარიხუანა კარგია

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის არ ემხრობა მარიხუანის ლეგალიზებას, თუმცა მიიჩნევს, რომ მოხმარების გამო ადამინის დაპატიმრება არ შეიძლება.

“მე არ ვარ მარიხუანის ლეგალიზების მომხრე, დადასტურებულია, რომ იწვევს ხალხის მასობრივ გამოტვინებას. უკაცრავად, არ ვაოირებ ვინმეს ვუპრუწუნო და ვუთხრა, ოღონდ ხმა მომეცი და გეტყვი, რომ მარიხუანა კარგია თქვენთვის. პირდაპირ გეუბნებით, იწვევს გამოტვინებას, მაგრამ თუ გინდა გამოტვინდე და გამოლაყდე, ეს შენი არჩევანია” – განაცხადა სააკაშვილმა.