მეუფე პეტრე „ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს სამეგრელოში შეხვდა. მეუფე პეტრეს თქმით, ივანისშვილს ის, მსჯავრდებულ მამალაძესა და ზვიად გამსახურდიას მკვლელობაზე ესაუბრა. ეს განცხადება მეუფემ ტვ პირველის ეთერში გადაცემა „რეაქციაში"გააკეთა.
მეუფემ საუბრის დეტალები არ გაახმოვანა, თუმცა თქვა, რომ ციანიდის საქმით, როგორც ხელისუფლება, ისე საპატრიარქო, შარში გაეხვა.
"ჩემი მხრიდან უხერხული იქნებოდა არ შევხებოდი ამ საქმეს, იგივე მამაოს წინაშე. შარში გაეხვა, როგორც ხელისუფლება, ასევე ეკლესია ციანიდის საქმით. ის რომ ეს დაპირისპირება შიდა დაპირისპირების გარეთ გამოტანა იყო, მაშინ როდესაც ქორეპისკოპოსის მიერ თავის კათედრაზე დაანონსდა, რომ კათედრაზე პატრიარქის წინაარმდეგ დაწყებულია ბრძოლა და სიძეობა არა რის იმუნიტეტი, მას ხელშეუხებლობა ვერ ექნება. შემდეგ სინოდზე არ იქნა გარკვეული და განხილული თუ რა დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და შემდეგ, ჩვენ სულ რაღაც თვენახევარში ვიხილეთ მამა გიორგი ციანიდით. რა თქმა უნდა, განცხადებები, რაც ყოფილმა პრემიერმა გააკეთა. აბსოლუტურად არ ვნანობ, ის რა სახელი დავარქვი და შევაფასე მისი საქციელი, როდესაც იგივე პატრიარქის თანდასწრებით, როგორ ვთხოვე გამოეძიებინათ საქმე. მე ჩემი ანალიზი რასთან გვაქვს საქმე ან, რასთან გვქონდა და რა შეცდომები დავუშვით, ჩემი აზრი მოვახსენე"- განაცხადა მეუფე პეტრემ.
მეუფე პეტრემ ბიძინა ივანიშილის სამეგრელოში სტუმრობას მომლოცველობა უწოდა და აღნიშნა, რომ მას შეატყობენს, რომ ივანიშილს ჭყონდიდის ტაძრის და ეპარქიის მონახულება სურდა.
„ბატონი ბიძინა ჩვენთან მოვიდა სოფელ ხიბულადან, როდესაც მოინახულა ის კარ-მიდამო, რომელსაც მე სამეგრესლოსთვის წიწამურს ვადარებ და სადაც ქართველმა ერმა აუცილებლად უნდა შევძლოთ ავმაღლდეთ სულიერად. მოვინანიოთ ეს უმძიმესი ცოდვა, რის გამოც დღემდე ვართ ფაქტობრივად დასჯილი. პირველი პრეზიდენტის მოკვლისა და კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობისა, რომელსაც დემოკრატიის გამარჯვებაც კი ვუწოდეთ და ამიტომაც დავამახინჯეთ ცნება დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ამიტომაც დღემდე მიმაჩნია, რომ ეს არის მიზეზი და ამ თემებზე ვისაუბრეთ."- განაცხადა მეუფემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, სთხოვა თუ არა ბიძინა ივანიშილმა არჩევნებში მხარდაჭერა, მეუფემ განაცხადა, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა და ის თავს ასეთ შემთხვევაში, უხერხულად იგრძნობდა.