გასართობ ცენტრში ატრაქციონის თოკი გაწყდა და 8 წლის ბავშვი სიმაღლიდან ჩამოვარდა

გასართობ ცენტრში ატრაქციონის თოკი გაწყდა და 8 წლის ბავშვი სიმაღლიდან ჩამოვარდა

ერთ-ერთ ბავშვთა გასართობ ცენტრში სიმაღლიდან დაშვებისას 8 წლის ბიჭი დაშავდა. როგორც აღმოჩნდა, თოკი სამაგრიდან ამოვარდა და ბავშვი 2-3 მეტრის სიმაღლიდან ხერხემლით დაეცა მეტლახის იატაკზე.

"ბოიარდის ტიპის აქტივობა იყო. თოკი გაწყდა და ბავშვი ზურგით დავარდა" - ამბობს ბიჭის დედა.

ცენტრში კი აცხადებენ, რომ ეს აქტივობა მშობლის მოთხოვნით დაგეგმეს.

"ეს პროგრამა პირველად გავიდა, იყო მშობლის მოთხოვნით. თოკი მე არ გამიჭიმია, მაგრამ მე შევამოწმე, თავად ვისრიალე" - აცხადებს გასართობი ცენტრის დირექტორი ნათია კალანდარიშვილი.