ინგრედიენტები
ქათმის ღვიძლი - 500 გ
კარაქი - 50 გ+ ზემოდან მოსასხმელად
ქონდარი - 2-4 ტოტი
თეთრი ღვინო - 100 მლ
მარილი და პილპილი
ხახვი - 2 თავი
ნაღები - 100 გ
მუსკატის კაკალი (ჯავზი) - მწიკვი
მომზადების წესები
ტაფაზე გაადნეთ კარაქი და ჩაამატეთ ქონდრის (ან ბეგქონდარას) ტოტები, რომ არომატი გაუშვას. დაჭერით ხახვი რგოლებად, მოშუშეთ კარაქში. დაამატეთ გარეცხილ-გასუფთავებული ღვიძლი და შეწვით 8-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ ღვინო, მწიკვი მუსკატის კაკალი, მარილი და პილპილი. შუშეთ 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ ნაღები. როგორც კი წამოდუღდება, გადმოიღეთ ცეცხლიდან.
გადაიტანეთ ბლენდერში და ერთიან მასად აქციეთ.
გადაიტანეთ პაშტეტი ჭურჭელში, მოასხით გამდნარი კარაქი და შეინახეთ მაცივარში. გაცივების შემდეგ პაშტეტი მზადაა.