ინგრედიენტები
კვერცხი - 2
საქონლის ენა
მომზადების წესები
ენა გარეცხეთ და გატრუსეთ. აადუღეთ ცოტაოდენი წყალი.
მდუღარე წყალში ჩადეთ ენის ქვედა ნაწილი. ამოიღეთ წყლიდან და გაფცქვენით. ისევ ჩააბრუნეთ წყალში და ისევ რამდენიმე წამში, ან მაქსიმუმ ერთ წუთში ამოიღეთ და გააგრძელეთ გაფცქვნა. ეს კანი ეცლება ენის ქვედა ნაწილს. ენა დიდხანს არ უნდა გააჩეროთ წყალში, რადგან მოიხარშება, ხორცი გამაგრდება და კვერცხს ვეღარ ჩადებთ შიგნით (ელასტიურობას დაკარგავს);
გაჭერით ენა ქვედა მხრიდან (არა წვერით, არამედ ყელის მხრიდან) დაახლოებით 6-7 სანტიმეტრზე, თან გვერდებშიც გააფართოვეთ ჭრილი, ისე რომ კვერცხები შეეტიოს.
კვერცხი უნდა იყოს მაგრად მოხარშული .
ჩატენეთ კვერცხი, შეეცადეთ სიმეტრიულად მოექცეს იმ ჭრილში;
შემდეგ ამოკერავთ კულინარიული ძაფით და ჩვეულებრივი ნემსით. თუ კულინარიული ძაფი არ გაქვთ, მაშინ ჩვეულებრივი ბამბის ძაფი გამოიყენეთ, ოღონდ თეთრი ფერის, შეღებილი რომ არ იყოს;
ჩადევით მდუღარე წყალში და ხარშეთ, სანამ ხორცი მოხარშული არ იქნება.
მეტი არომატისთვის, წყალს დაამატეთ დაფნა, პილპილი, ხახვი და სტაფილო.