ორლანდო ბლუმი ავარიაში მოხვდა

ორლანდო ბლუმი ავარიაში მოხვდა

რამდენიმე დღის წინ ცნობილი კინომსახიობი ორლანდო ბლუმი ავტოავარიაში მოხვდა.

მსახიობი ღამის ორ საათზე ლოს-ანჯელესში, ვისტას მაგისტრალზე ორ თანამგზავრ ქალთან ერთად მანქანით მიქროდა.

მოულოდნელად უცნობი ავტომობილი გამოჩნდა და ბლუმის მანქანას ძალიან მიუახლოვდა. მსახიობი იძულებული გახდა მკვეთრად მოებრუნებინა საჭე, რის შედეგადაც გზის პირად გაჩერებულ ორ მანქანას შეასკდა.

ორლანდო და მისი თანამგზავრები უახლოეს საავადმყოფოში გააქანეს. მსახიობი პრაქტიკულად არ დაშავებულა.

„მან იფიქრა, რომ პაპარაცების ნადირობის ობიექტი გახდა,“ - აღნიშნა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.