სლოვაკეთს, ისტორიაში პირველად, ქალი პრეზიდენტი ჰყავს

სლოვაკეთს, ისტორიაში პირველად, ქალი პრეზიდენტი ჰყავს

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზუზანა ჩაპუტოვამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემების თანახმად, ცნობილმა იურისტმა და უფლებადამცველმა ხმების 58 პროცენტი მოაგროვა და მთავარი კონკურენტი მაროშ შეფჩოვიჩი 16 პროცენტიანი სხვაობით დაამარცხა.

ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ამომრჩევლების 42 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მაროშ შეფჩოვიჩმა დამარცხება უკვე აღიარა და ზუზანა ჩაპუტოვას პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია. მან მოსახლეობის ნდობა მთავრობის კრიტიკით და სახელისუფლებო წრეებში კორუფციული სქემების გამოვლენით დაიმსახურა.