"ეგზიტპოლები ბევრია, გამარჯვებული ერთი" - ზელენსკის კომენტარი

უკრაინაში უკვე ვრცელდება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები. ყველა მათგანი 2 რამეში ემთხვევა ერთმანეთს - უკრაინის პრეზიდენტის გამოსავლენად არტჩევნების მე-2 ტური გახდება საჭირო და, მეორე, პირველ ადგილზე ყველა ეგზიტპოლებით ვლადიმერ ზელენსკი გადის.

"ეგზიტპოლები ბევრია, გამარჯვებული ერთი" - ასეთ კომენტარს აკეთებს ვლადიმერ ზელენსკი და ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.