მომზადების დრო: 40 წუთი
ულუფა: 4
კარტოფილი სოკოთი – რთული დღის ბოლოს იდეალური ვახშამია. ჯერ ერთი – ქურასთან დიდხანს დოგმა არ გიწევთ, შედგამთ ღუმელში ტაფას და 40 წუთში კერძი მზად არის, მეორეც ეს საოცრად გემრიელი და ნოყირი კერძია.
ინგრედიენტები
კარტოფილი - 8 ცალი
შამპინიონები - 500 გ
ხახვი - 1 თავი
ფქვილი - 1 ს/კ
ზეთი
არაჟანი - 250 გ
მარილი და პილპილი
მომზადების წესები
გაფცქვენით და გარეცხეთ კარტოფილი და დაჭერით თხელ მრგვალ ნაჭრებად.
დაჭერით წვრილად ხახვი და შეურიეთ ფქვილი. მოხრაკეთ ზეთში.
დაჭერით სოკო და მოხრაკეთ ცელკე ტაფაში.
ღუმელის გამოსაცხობ ტაფაში დაალაგეთ კარტოფილი, ზემოდან მოაწყვეთ სოკო, ხახვი, სანელებლები და მოასხით არაჟანი. კარგად აურიეთ ინგრედიენტები.
აცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.