მომზადების დრო: 50 წუთი
ულუფა: 8
ინგრედიენტები
ალუბალი - 200 გ
შაქრის პუდრა - 100 გ
ხაჭო - 400 გ
ნაღები 35 % - 80 გ
კვერცხი - 1 ცალი, მოზრდილი + 1 კვერცხის გული
ფენოვანი ცომი - 500 გ
ტკბილი საფანელი - 3 ს/კ
ნაყინი - სერვირებისთვის
მომზადების წესები
ალუბალს გამოაცალეთ კურკა, მოაყარეთ შაქრის პუდრის ნახევარი, აურიეთ და გააჩერეთ.
ხაჭოს დაუმატეთ ნაღები, კვერცხი, შაქრის პუდრა და ათქვიფეთ ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გააბრტყელეთ ცომი სწორკუთხედ 45ხ35 -ზე ფირფიტად. ერთ, განიერ კიდეზე, 1/3-დ ფართობზე მოაყარეთ საფანელი, გაანაწილეთ ზედ ხაჭოს მასა, გაწურეთ შაქრიანი ალუბალი (წვენი შეინახეთ სერვირებისთვის) და მოაყარეთ ხაჭოს მასაზე.
ფრთხილად გადაახვიეთ ფირფიტა რულეტად, გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე გახსნილი კიდით ქვემოთ. გააჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. შედგით გამოსაცხობი ფირფიტა ქვედა ღუმელის ქვედა თაროზე და აცხვეთ 35 წუთის განმავლობაში.
სუფრასთან მიტანამდე გააჩერეთ შტრუდელი 15-20 წუთი. სუფრასთან მიიტანეთ თბილ-თბილი ნაყინთან და ალუბლის წვენთან ერთად.