ტრამპის რუსულ კავშირებზე სპეციალური გამოძიების ანგარიში აპრილში გამოქვეყნდება

ტრამპის რუსულ კავშირებზე სპეციალური გამოძიების ანგარიში აპრილში გამოქვეყნდება

რობერტ მიულერი თითქმის 400-გვერდიანი ანგარიში, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიისას ტრამპის რუსული კავშირების საქმეს სწავლობდა აპრილის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება. ამის შესახებ BBC წერს.

აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი სენატორებისთვის მიწერილ წერილში განმარტავს, რომ ანგარიშის რედაქტირებული ასლი აპრილის შუა რიცხვებში ან შესაძლოა მანამდეც გამოქვეყნდეს.

დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატები რუდი ჯულიანი და ჯაი სეკულოვი ანგარიშის გამოქვეყნებით კმაყოფილები არიან და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრაში უილიამ ბარს უცხადებენ ნდობას.

ანგარიშში როდ როზენშტეინის პროკურორის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი, სადაც დონალდ ტრამპის გარემოცვაზე რუსული გავლენები არ იკვეთება.

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

გამოძიების ფარგლებში 34 ადამიანს წაუყენეს ბრალდება, აქედან ექვსი ტრამპის გარემოცვიდან იყო.