ტუნისში საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

ტუნისში საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

ტუნისში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ერთი კვირით გადაიდო.

Reuters-ის ინფორმაციით, არჩევნები 10 ნოემბრის ნაცვლად, 17 ნოემბერს ჩატარდება.

გადაწყვეტილების შესახებ საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა განაცხადა. მიზეზად ისლამური დღესასწაული სახელდება.