ბრიტანეთის პარლამენტმა „ბრექსიტის“ შეთანხმება მესამედ ჩააგდო

ბრიტანეთის პარლამენტმა „ბრექსიტის“ შეთანხმება მესამედ ჩააგდო

ბრიტანეთის პარლამენტმა დღეს ბრექსიტის შეთანხმებას მხარი მესამედ არ დაუჭირა. შესწორებული ხელშეკრულების მომხრე 286 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ კი 344-მა მისცა ხმა. ბრიტანეთის წინაშე „მძიმე ბრექსიტის“ პერსპექტივაა, რაც შეთანხმების მიღწევის გარეშე ევროკავშირის 12 აპრილს დატოვებას გულისხმობს.

ბრიტანელმა პოლიტიოკოსებმა 12 აპრილამდე უნდა გაარკვიონ როდის და როგორ უნდათ ქვეყნის ევროკავშირიდან გამოყვანა და უნდათ თუ არა საერთოდ. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მაშინ 12 აპრილს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ურთიერთობის დარეგულიერების გარეშე ჩამოცილდება, რაც პოლიტიკოსთამ ექსპერტთა და ბიზნესმენთა უმრავლესობის აზრით, იქნება კატასტროფა თუ არა, მინიმუმ სერიოზული დარტყმა ბრიტანეთის და ევროკავშირის ეკონომიკებისთვის.

პარასკევის კენჭისყრის შედეგს „სამწუხარო“ უწოდა ევროკომისიამ, კენჭისყრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა 10 აპრილს ევროპული საბჭოს შეხვედრა დანიშნა. კენჭისყრის შემდეგ, ევროკომისიაში განაცხადეს, რომ 12 აპრილს ევროკავშირიდან ბრიტანეთის ხელშეკრულების გარეშე გასვლა სავარაუდო სცენარია.