„დათო მაღრაძის მოძრაობაც ხელს შეუწყობს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბებას“

„დათო მაღრაძის მოძრაობაც ხელს შეუწყობს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბებას“

საქართველო ისევ დასაცავია. თუ ადრე ჭაბუა ამირეჯიბის სლოგანი - „დაიცავი საქართველო“ ქვეყნის დაცვას „ნაციონალების“ რეჟიმისგან გულისხმობდა, ახლა „ქართული ოცნებისგან“ და მისგან მომდინარე ჩაკეტილი წრისგან, ანუ ორპოლუსიანობისგან ხდება დასაცავი საქართველო.

საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ 2009 წელს შეიქმნა. ამ იდეის ხელმეორედ აღორძინება 2013 წელსაც გახდა აქტუალური. როგორც ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი ლაშა ამირეჯიბი აცხადებდა, „ამ მოძრაობამ დაიძინა და საქართველოც ვერავინ დაიცვა“, მაგრამ 2013 წელს ამ იდეამ ფრთები ვერ შეისხა. დღეს დათო მაღრაძე ცდილობს, „დაიცავი საქართველოს“ იდეით დარაზმოს თანამოაზრეები და კერპთაყვანისმცემლობა დაასრულოს.

მართალია, დღევანდელი ხელისუფლება თავს იმშვიდებს, რომ დავით მაღრაძე „ოცნების“ წინააღმდეგ არ არის განწყობილი, მაგრამ პოეტის სიტყვები „ოცნების“ მიმართ არც თუ ისე უწყინარია: „კარისკენ მოსახლეობა მიგითითებთ“; „შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო, რათა კერპთაყვანისმცემლობა დასრულდეს“.

„მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისგან, შემოგვიერთდით“, - აცხადებს დავით მაღრაძე.

რა გავლენას მოახდენს „დაიცავი საქართველო“ ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

ცოტა ხნის წინ დავით მაღრაძე აცხადებდა, რომ არ აპირებდა პარტიის შექმნას, უბრალოდ, სურდადაიცავი საქართველოსგაცოცხლება, რომლის არჩეული თავმჯდომარეც თვითონ იყო. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, ეს საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ ძალად გადაიქცეს? ხომ არ აპირებს პოეტი პოლიტიკაში ინტეგრაციას?

- დათო მაღრაძისგან არ ველოდები პოლიტიკაში ინტეგრაციას. მან თავისი ბიოგრაფიით დაამტკიცა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი სამოქალაქო აქტიობა კრიტიკულ მომენტებში ყოველთვის ძალიან მასშტაბური იყო, ის პოლიტიკაში ინტეგრაციაზე ყოველთვის უარს ამბობდა, რაც, ჩემი აზრით, პატივსაცემია. სხვა საკითხია, რომ მის ირგვლივ შეიძლება შეიკრიბონ ადამიანები, რომლებსაც გაუჩნდეთ ამ ტიპის მიზნები და პოლიტიკაში ინტეგრაცია დაიწყონ. ირიბად, რა თქმა უნდა, ამ მოძრაობას მომავალ პროცესებზე გარკვეული გავლენა ექნება. შეიძლება ითქვას, ჩვენ ახლა ვიმყოფებით გარდამავალ ეტაპზე, როცა ასეთი აქტიობები ძალზე მნიშვნელოვანია.

უკვე სახელდებიან ძმები გაჩეჩილაძეები, კახა მიქაია და სხვები, რომლებიცდაიცავი საქართველოსირგვლივ იქნებიან გაერთიანებულნი. როგორ ფიქრობთ, ხალხს მოენატრა თუნდაც იმავე გაჩეჩილაძეების დანახვა პოლიტიკაში? სწორედ ამ ადამიანებს ხომ არ გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ გარკვეულ პირებს შეიძლება პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ?

- ხალხი ერთგვაროვანი არ არის, ვიღაცას მოენატრა ეს სახეები, ვიღაცას არ მოენატრა. ფაქტია, რომ ასეთი მოთხოვნილება საზოგადოებაში გაჩნდა და ეს მნიშვნელოვანია. დანარჩენს, ალბათ, დრო გვიჩვენებს. დრო დაგვანახებს, როგორი იქნება შემდგომი განვითარება, ვის რა ამოცანები და მიზნები აქვს, რა ფორმას მიიღებს ეს მოძრაობა და ვისთან მოხდება იმ ენერგიის კაპიტალიზაცია, რომელიც შეიძლება ამ მოძრაობაში დაგროვდეს.

ალბათ, ცალკეული პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, ვის მხარეს დაიჭერს ჩვენს საზოგადოებაში ერთ-ერთი პოპულარული ადამიანი- დავით მაღრაძე, თავისდაიცავი საქართველოსთანერთად. ასევე, მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსებიც, თუ ვინ დააფინანსებსდაიცავი საქართველოს“, რათა ის არ იყოს ეფემერული მოვლენა.

- საბოლოო ჯამში, ასეთი მოძრაობა, როგორც წესი, პოლიტიკური ბაზრისთვის საინტერესო ხდება. პოლიტიკურ ბაზარზე მოქმედი ყველა ჯგუფი შეეცდება ამ მოძრაობასთან რაღაც ტიპის ინტეგრაციას, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არ მოხდება ასე მალე, რადგან ჯერ უნდა შექმნა რაღაც კაპიტალი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოხვიდე პოლიტიკურ ბაზარზე. რაც შეეხება ფინანსებს, ამასაც მომავალში დავინახავთ.

სავარაუდოდ, ხალხის დაკვეთა იმდენად საზოგადოებრივი მოძრაობები არ არის, რამდენადაც ნამდვილი პოლიტიკოსების მოლოდინი. რეალური ლიდერების დანახვა სურთ ადამიანებს, რადგან ხალხი დაიღალა ამდენი ტყუილით, არარსებული პოლიტიკით. რამდენად მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტი პოლიტიკოსების გამოჩენა და არა საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერების გააქტიურება, რომელთა სახელებსაც ძალიან ხშირად იყენებენ და ამოეფარებიან ხოლმე პრაგმატული პოლიტიკოსები?

- დღეს ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პლუს „ქართული ოცნება“ ერთმანეთში აირივნენ. განსაკუთრებით, სასამართლოში განვითარებული მოვლენების შემდეგ აშკარად გამოიკვეთა, რომ „ქართული ოცნება“ გახდა იმ სისტემური მანკიერების სამართალმემკვიდრე, რაც „ნაცმოძრაობისთვის“ იყო დამახასიათებელი. შესაბამისად, ვინ სად არის, ვეღარ გაიგებ, ისინი ჯამურად აღარ არიან ლეგიტიმურები. საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი აღიარებს მათ, როგორც ხელისუფლებას და მის ალტერნატივას. მიუხედავად ამისა, ისინი ჯერჯერობით ახერხებენ პოლიტიკური სივრცის დაკავებას და ისეთი პოლიტიკური სივრცის შექმნას, თითქოს მხოლოდ ისინი არიან ამ სივრცეში. სინამდვილეში, ისინი უკვე აღარ არიან ამ სივრცეში. მოთხოვნილება ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე ძალიან მაღალია, რადგან დიდი ვაკუუმია გაჩენილი. როდესაც ასეთი მოთხოვნილება იქმნება, ადრე თუ გვიან, ხდება შესაბამისი მოწოდებაც. სხვა საკითხია, რომ დანარჩენი პოლიტიკური ელიტაც კომპრომეტირებულია და ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რასაც დღეს ითხოვს საზოგადოება. ჩვენ ახლა დაღვინების პროცესში ვართ და თუნდაც დათო მაღრაძის მოძრაობა ერთ-ერთი სიმპტომია, ერთ-ერთი მერცხალია, რომელიც ხელს შეუწყობს ასეთი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ჩამოყალიბებას.

თუკი ვირწმუნებთ, რომ ხელისუფლება ჩამოშლილია, მაშინ რა აკავებს ასეთ ხელისუფლებას-ივანიშვილის ფული?

- რა თქმა უნდა, ამას ყველაზე ადრე ვამბობდი, რომ ეს არის ბაბილონის გოდოლი, რომელიც ახლა ნგრევის პროცესშია. ჩვენი ამოცანაა, ნანგრევებში არ მოყვეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე დგას ეს ხელისუფლება, რადგან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტა, თუკი შეიძლება ამას ელიტა ეწოდოს, პრაქტიკულად არც არსებობს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე მდგარი პარაზიტული წარმონაქმნი, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური არც წარსული გააჩნია და არც მომავალი. „ქართული ოცნებიდან“ ერთი ადამიანი თუ შეგიძლიათ დამისახელოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარეშე მოახერხებს პოლიტიკაში დამოუკიდებელ არსებობას?! არავინ არის ასეთი, იქ ლიდერები არ არიან. პრობლემა ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილის რესურსებიც უკვე აღარ არის საკმარისი მანკიერი სისტემის დასაჭერად, გასაგამაგრებლად.

დღევანდელი გადასახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ, მართალია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა პროგრესული იყო, რადგან მან ჩამოგვაშორა ნაციონალური რეჟიმი, მაგრამ, სამაგიეროდ, ამან უკან დასწია ქართული პოლიტიკა, რადგან გააქრო ქართველი პოლიტიკოსები?

- ამ წლების განმავლობაში მოხდა პოლიტიკის, როგორც სახელმწიფოს მართვის ინსტრუმენტის, დისკრედიტაცია. ადამიანებს სიტყვა „პარტიაც“ კი ეზიზღებათ, არათუ კონკრეტული პარტიები, ჩვენში პოლიტიკური ენერგია დაიკარგა. ფაქტობრივად, დღეს ჩვენ გვიწევს სუფთა ფურცლიდან სრულიად ახლის დაწყება.

თავის დროზედაიცავი საქართველოსმოწოდება ჭაბუა ამირეჯიბს უკავშირდებოდა. „ნაციონალებისდროს ეს ლოზუნგი გასაგები იყო და ქართველი ხალხის ფიზიკურ დაცვასაც გულისხმობდანაცებისგან“, მაგრამ დღეს საქართველო დასაცავია უძრაობისგან, სტაგნაციისგან, ბიძინასგან?

- ახლა ყველაფრისგანაა დასაცავი საქართველო, ორპოლუსიანობის გარღვევაზეა ლაპარაკი. მე როგორც მესმის, ეს მოძრაობა მიმართულია იმ მანკიერი სისტემის წინააღმდეგ, რომელსაც აყალიბებდა „ნაცმოძრაობა“ და დღეს „ქართული ოცნება“ გვეგვლინება მის სამართალმემკვიდრედ. ეს მოძრაობა ზუსტად ამ სივრცის გასახსნელადაა, რომ უარი ვუთხრათ სისტემურ მანკიერებას, როგორც „ნაცმოძრაობას“, ასევე, „ქართულ ოცნებას“. უარის პროცესში რა დაიბადება, ამას უკვე ისტორია აჩვენებს.

სოციალისტი წადი, წადი რა... და თან წაიყვანე ყველა ვინც განუწყვეტლივ ჭკუას გეკითხება!
4 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი ხუხად ხუხამ დაიქუხა: "ქოცისტანმა ჩაიკუკა"-ოოო :)
4 წლის უკან