მიგრანტებმა ხმელთაშუა ზღვაში ის გემი გაიტაცეს, რომელმაც გადაარჩინა

მიგრანტებმა ხმელთაშუა ზღვაში ის გემი გაიტაცეს, რომელმაც გადაარჩინა

მიგრანტების ჯგუფმა ის ნავთობის ტანკერი გაიტაცა, რომელმაც ისინი ლიბიის სანაპიროსთან გადაარჩინა და ბორტზე აიყვანა. მიგრანტებმა ტანკერის ეკიპაჟს მალტისკენ წასვლა უბრძანეს.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიგრანტების ქმედებას „მეკობრეობა“ უწოდა და განაცხადა, რომ გატაცებულ გემს იტალიის ტერიტორიულ წყლებში არ შეუშვებენ. გატაცებული ტანკერის საკუთარ სახელმწიფო წყლებში შეშვებას არ აპირებს არც მალტის ხელისუფლება.

ნავთობის ტანკერი „ელ ხიბლუ-1“ ლიბიელი მიგრანტების ჯგუფმა მას შემდეგ გაიტაცა, რაც გაიგეს, რომ ტანკერის ეკიპაჟს ისინი შესაძლოა სამშობლოშ დაებრუნებინა. ტანკერზე დაახლოებით 100-მდე მიგრანტი იმყოფება. მალტის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი სიტუაციის ნებისმიერი შემობრუნებისთვის მზად არიან.