ლოს-ანჯელესში 111 წლის კაცი მოკვდა, რომელიც აშშ-ში ყველაზე ხამდაზმულ მოქალაქედ ითვლებოდა, წერს- Los Angeles Times.
ჰენრი ტესენგი არ იღებდა ალკოჰოლს, ნარკოტიკებს და არ ეწეოდა სიგარეტს. ზომიერად იკვებებოდა და სვამდა მულტი ვიტამინებს.
მისი რეცეპტი იყო: გაიღიმეთ ყოველ დილას, არ ინერვიულოთ წვრილმანებზე და რეგულარულად ივარჯიშეთ :„რაც უფრო გემატებათ ასაკი, ვარჯიშის დრო უნდა გაზარდოთ“ - ამბობდა ჰენრი ტესენგი.
ტესენგი 80 წლის ასაკში აკეთებდა თავზე დგომს. 90 წლის ასაკში დადიოდა ცეკვის გაკვეთილებზე, რომელიც დილის 6:30 წუთზე იწყებოდა. ბოლო წლებში ის შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლით გადაადგილდებოდა.
ჰენრი ტესენგი იაპონიაში ქალაქ იოკოგამაში დაიბადა. მუშაობდა შანხაიში და ჰონგკონგში. აშშ-ში საცხოვრებლად 1975 წელს გადმოვიდა. მისი ცოლი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2019 წლის იანვარში იაპონიაში ყველაზე ხანდაზმული მოქალაქე 113 წლის მასაძო ნონაკე მოკვდა.