ინდოეთმა წარმატებულად ჩამოაგდო კოსმოსური აპარტი, რომელიც ორბიტაზე დაბალ სიმაღლეზე გადაადგილდებოდა.
ndtv-ის ცნობით, ინდოეთი მეოთხე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც კოსმოსური თანამგზავრის გასანადგურებელ იარაღს ფლობს. ამ თემაზე განცხადება ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნაერნდრა მოდიმ გააკეთა.
მსოფლიოში კოსმოსური თანამგზავრის გასანადგურებელ იარაღს აშშ, რუსეთი და ჩინეთი ფლობს.
ინდოეთის პრემიერმინისტრის ინფორმაციით კოსმოსური თანამგზავრი 300 კილომეტრის სიმაღლეზე გადაადგილდებოდა. აპარატი რაკეტის გაშვებიდან 3 წუთში განადგურდა. იარაღი ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციამ დაამზადა, რომელიც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
მოდის განცხადებით, იარაღი არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული და არ არღვევს მოქმედ კანონმდებლობას.
აშშ-ის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა 2018 წელს კოსმოსური საფრთხეები შეაფასა. აშშ-მა მის მფლობელობაში არსებული თანამგზავრებისთვს მთავარ საფრთხედ ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა დაასახელა.