მომზადების დრო: 30 წუთი
ულუფა: 8
ინგრედიენტები
რძე - 400 მლ
საფუარი ნედლი - 25 გ
ფქვილი - 500 გ
მარილი - 1/2 ჩ/კ
შაქარი - 2 ს/კ
კვერცხი - 2 ცალი
კარაქი - 50 გ
ზეთი - შესაწვავად
მომზადების წესები
შეათბეთ რძე, მაგრამ არ გააცხელოთ. პატარა ჯამში გახსენით საფუარი 2 ს/კ თბილ რძეში, თხელი პასტის მასის მიღებამდე. დაუმატეთ კიდევ 2 ს/კ რძე, გაცერით ფქვილი ღრმა ჯამში. დაუმატეთ მარილი და შაქარი.
ნელ-ნელა ჩაასხით რძე და დაუმატეთ გახსნილი საფუარი. მოზილეთ რბილი ცომი. გადააფარეთ ჯამს ცელოფანი და მოათავსეთ თბილ ადგილას 30-40 წუთი,. სანამ ცომი არ გაფუვდება.
გაადნეთ კარაქი, შეაგრილეთ. კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ და დაუმატეთ ცომს ათქვეფილი კვერცხი და გამდნარი კარაქი. კარგად აურიეთ. კვლავ გადააფარეთ ჯამს ცელოფანი და გააჩერეთ ცომი 40-60 წუთი. როცა ცომი კვლავ ამოფუვდება, ჩაზილეთ ერთხელ კიდევ და გააჩერეთ 10 წუთი.
გაახურეთ ტაფაზე ზეთი, დასვით ოლადების ცომი 1 სმ-ით ერთმანეთისგან დაშორებით და აცხვეთ საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე ორივე მხრიდან.
სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი არაჟანთან, თაფლთან ან მურაბასთან ერთად.