თევზი კარტოფილის კლიარში

თევზი კარტოფილის კლიარში

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა:

ინგრედიენტები

პილპილი

მარილი

ლიმონის წვენი - 1 ს.კ

საფანელი - 2 ს.კ

კარტოფილი - 1

კვერცხი - 1-2

თევზის ფილე - 5 ნაჭერი

ზეთი შესაწვავად

მომზადების წესები

კვერცხი ავთქვიფოთ. დავუმატოთ ცოტა მარილი და მსხვილ სახეხზე გახეხილი უმი კარტოფილი. თევზის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავასხათ ლიმონის წვენი და 15 წუთი დავდგათ.

თევზის ნაჭრები ამოვავლოთ კვერცხისა და კარტოფილისგან მომზადებულ კლიარში.

შემდეგ ამოვავლოთ საფანელში.

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და ზედ დავაწყოთ თევზის ნაჭრები. თევზი მაღალ ცეცხლზე შევწვათ.

როდესაც თევზის ნაჭრები გაოქროსფერდება, გადავიტანოთ საწურზე, რომ ცხიმი დაიწრიტოს.

ამ კერძის მოსამზადებლად საუკეთესოა თეთრი თევზის ფილე. მაგალითად, პანგასიუსი, ვირთევზა, ხეკი და სხვა. გარნირად შეგვიძლია ბოსტნეულის სალათა მოვამზადოთ.