ბაქოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია

ბაქოს სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია

ბაქოში, სავაჭრო ცენტრ „Diglas”-ში ხანძარი ლოკალიზებულია.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ხანძარი ახლომდებარე კომერციულ ფართებზეც გავრცელდა, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრეებმა მალევე შეძლეს. ამ დროისთვის, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის დასახმარებლად ადგილზე ორი ვერტმფრენი მიავლინეს. სავაჭრო ცენტრიდან ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.