ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო თავდასხმები დაიწყო იმ ობიექტებზე, რომელიც დაჯგუფება ჰამასს ეკუთვნის. ისრაელის განცხადებით ეს არის საპასუხო ქმედება ღაზას სექტორის მხრიდან დასახლებული პუნქტის მიშმერეთის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო.
ღაზას სექტორისდან გამოშვებული რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა, შედეგად 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი დაიჭრა, აღნიშნული დასახლებული პუნქტი ღაზას სექტორიდან 80 კმ-ში მდებარეობს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის ვაშინგტონში ვიზიტს დროზე ადრე შეწყვეტს და სამშობლოში დაბრუნდება.
„ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელდა თავდასხმა და ჩვენ ამას ძალისმიერი გზით ვუპასუხებთ“ - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.