ორი დღის წინ „Foo Fighters”-ის ლიდერმა დეივ გროლმა საკუთარ ვებ - გვერდზე გაავრცელა ცნობა, რომ ჯგუფი დროებით არსებობას წყვეტს.
„მე და ჩემმა კოლეგებმა გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჯგუფში გამოსვლა გარკვეული დროით შევწყვიტოთ. ბოლო დროს ძალიან გადავიღალეთ და ცოტა ხნის განმავლობაში დასვენება გვესაჭიროება. ერთგულ თაყვანისმცემლებს ვაცნობებ, რომ „Foo Fighters” არ დაშლილა და მომავალში ერთად აუცილებლად შევიკრიბებით.“ - განაცხადა დეივ გროლმა.
მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში ჯგუფმა ბოლო კონცერტი ჩაატარა. მისი დასრულების შემდეგ 60 ათას მსმენელს დეივ გროლმა სპეციალური სიტყვით მიმართა და აცნობა, რომ უახლოეს პერიოდში არანაირი ახალი ღონისძიება დაგეგმილი არ აქვთ.
ცნობილი გახდა, რომ დეივ გროლი სოლო ალბომზე მუშაობის დაწყებას აპირებს. მისი დასრულების შემდეგ კი კვლავ „Foo Fighters”-ის აღდგენას შეეცდება.