პედაგოგებისგან დაცლილი სკოლების მოსწავლეებს, რვა საგნის გამოცდის ჩაბარებას სთხოვენ

პედაგოგებისგან დაცლილი სკოლების მოსწავლეებს, რვა საგნის გამოცდის ჩაბარებას სთხოვენ

ქვემო ქართლის სკოლებში, წლებია, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების პედაგოგების ნაკლებობაა. ამის მიუხედავად, განთლების სამინისტრო რეგიონის მე-12 კლასელებს საატესტატო გამოცდაზე ყველა საგნის ჩაბარებას სთხოვს.

2010 წელს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ქვემო ქართლის ქართული და არაქართული სკოლების მონიტორინგი ჩაატარა. შედეგები შთამბეჭდავია: მარნეულის რაიონის 12 სკოლაში არ ყავთ ფიზიკის, 11 სკოლაში - ქიმიის, 15 სკოლაში - გეოგრაფიის, 8 სკოლაში - ისტორიის, 4 სკოლაში - მათემატიკის და 2 სკოლაში - ბიოლოგიის პედაგოგი. გარდაბნის სოფელ ქვემო კაპანახჩში არ ყავთ ფიზიკის მასწავლებელი. ბოლნისის სოფელებში, მუხრანსა და ნახიდურში არაა ისტორიის პედაგოგი. მუხრანში ასევე არ ყავთ ფიზიკის მასწავლებელი, წალკის სოფელ თეჯისში – ისტორიის, დმანისის სოფელ დაგარახლოში - ფიზიკის და რუსულის მასწავლებლები. პედაგოგების ნაკლებობა ქვემო ქართლის ქართულ და არაქართულ სკოლებს ერთნაირად აწუხებთ.  

მათ სიაში არ მოხვდა ქვემო ქართლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. 
“ერთი თვის წინ, რომ მოსულიყავი, პრობლემა არ იყო - ვისაუბრებდით. ახლა, შაშკინისგან ბრძანება გვაქვს მიღებული – მათი ნებართვის გარეშე ვერ მოგცემთ ინტერვიუს. ასეთივე მითითება აქვთ სკოლოს დირექტორებსაც... პედაგოგების მხრივ პრობლემა ჩვენც გვქონდა, მაგრამ სამინისტროს დახმარებით უკვე ყველაფერი მოგვარდა” – თითქმის კომენატარი გამოუვიდა თეთრიწყაროს რესურს ცენტრის ხემძღვანელ ზურაბ აზარიაშვილს. 

განთლების სამინისტრომ საატესტატო გამოცდებზე საუბარი არ ისურვა, წლების მანძილზე, პედაგოგების გარეშე მყოფი მოსწავლეების გაყვანის სამართლიანობაზე. მათგან ვერც წერილობით გაგზავნილ კითხვებზე მივიღეთ პასუხი.

“ამ ზაფხულს შატილში ვიყავი და გავარკვიე, რომ ადგილობრივ სკოლაში ფიზიკას, ბიოლოგიას და ქიმიას ასწავლის იქაური ექიმი. ასე რომ, ეს მხოლოდ ქვემო ქართლის პრობლემა არაა. ძალიან სამწუხარო ფაქტებია. ჩვენი მიზანი არ არის ახალგაზრდების ატესტატის გარეშე დატოვება. ტესტებს მაქსიმალურად დავტვირთავთ ადვილი და საშუალო სირთულის კითხვებით. თუმცა, იმ მოსწავლეებს, რომლებსაც წლების მანძილზე არაფერი უსწავლიათ, გამოცდის ჩასაბარებლად გარკვეული ძალისხმევის დახარჯვა დასჭირდებათ.

ჩავატარებთ საცდელ ტესტირებებს, სადაც გამოჩნდება, როგორია ახალგაზრდების ზოგადი განათლების დონე. ჩვენ არ მოვწყდებით რეალობას და შეუძლებელს არ მოვითხოვთ მოსწავლეებისგან. 

რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, მათ ასევე მოუწევთ რვა გამოცდის ჩაბარება. რა მეთოდის გამოყენებით მოხდება მათთვის კითხვების მიწოდება, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილი არ არის. ვიცით, რომ ისინი ქართულში განსხვავებულ ტესტებს მიიღებენ, რადგან ქართველი თანატოლებისგან განსხვავებული პროგრამით სწავლობდნენ. ტესტებიც შესაბამისად მათი გავლილი სახელმძრვანელოდან მომზადდება “ - ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე. 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ ტესტების სიმარტივეზე, მე-12 კლასელი ანა მაჭარაშვილი და მისი კლასელები გამოცდებს შიშით ელიან.

“მასწავლებელი ყველა საგნის გვყავს, მაგრამ სწავლის დონე მაინც დაბალია. გეოგრაფიის მასწავლებელს რუკები არ აქვს, ქიმიის პედაგოგს ცხოვრებაში ჩვენთვის უმარტივესი ცდა არ ჩაუტარებია – ეს ჩვენს განათლების დონეზე არ მოქმედებს?! ამის გარდა, გვითხრეს, რომ გამოცდა კომპიუტერით უნდა ჩავაბაროთ. მოგეხსენებათ, თეთრწყაროში ჯერ ინტერნეტი არ არის. შესაბამისად, კომპიუტერის შეძენის სურვილი არც არავის ქონდა. ახლა ყველაფერთან ერთად იმაზეც ვნერვიულობ, კომპიუტერის გამოყენებას როგორ მოვახერხებ. განთლების მინისტრს ჯერ ჩვენთვის ნორმალური სასწავლო გარემო უნდა შეექმნა, შემოეყვანა სკოლაში გამოცდებგავლილი, მაღალი დონის პედაგოგები და მერე ეთხოვა რვა საგნის ერთ დონეზე ცოდნა.’’ – ამბობს მე-12 კლასელი მაჭარაშვილი. 

თეთრიწყაროელი ანასგან რადიკალურად განსხვავებულად უყურებს საატესტატო გამოცდეს დიმიტრი შაშკინი. გაზეთ ,,24 საათისთვის’’ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში შაშკინი ამბობს:  

“მიუხედავად ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ტრიმესტრული სწავლებისა, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის არავის უთქვამს, რომ ეს საგნები მათ შვილებს არ უნდა ესწავლათ. ხოლო თუ ვინმემ იფიქრა, რომ ეს საგნები არ სჭირდებოდა, ეს არასწორია. ერთიანი ეროვნული გეგმა ყველა საგნის თანაბარ სწავლებას ითვალისწინებს და თითოეული საგნის მასწავლებელი სკოლაში პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ აბიტურიენტის კურსი, რომ მოსაწავლეებმა ნასწავლი მასალა მთლიანად გაიმეორონ. ამაზე ექსპეტებმა საგანგებოდ იმუშავეს”.

უცნაურია, რატომ არ მიაქციეს ყურადღება მინისტრის ექსპერტებმა რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ ქვემო ქართლის პედაგოგებისგან დაცლილი სკოლობის მონიტორინგის სურათს. “ეს დოკუმენტი ჩვენ განათლების სამინისტროს გადავუგზავნეთ. თუ არ გაითვალისწინებენ იმ მდგომარეობას, რაც რეალურად არის ქვემო ქართლის და ასევე მაღალმთიანი რაიონების სკოლებში, გარწმუნებთ, ბევრი ახალგაზრდა ატესტატის გარეშე დარჩება. იმედს ვიტოვებთ, სამინისტრო გაგებით მოეკიდება ამ საქმეს” – ამბობს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ეთნიკური უმცირესობების საკითხთა სამმართველოს მთავრი სპეციალისტი ზაირა მუსაევა. 

ქვემო ქართლის მე-12 კლასელები უკვე დარწმუნდნენ, რომ გამოცდებს არავინ მოუხნით. მათი ნაწილი ჩამოდის რუსთავში, დადიან ე.წ რეპეტიტორებთან და წლების წინ სასწავლ ფიზიკის კანონებს და ქიმიის ფარდობით ვალენტობებს იზეპირებენ. ერთ წელიწადში ვინ როგორ გაართმევს თავს ამ საქმეს, არავინ იცის. “ადვილი კითხვების” იმედი აქვთ, მაგრამ თავს, მაინც, უკუღმა დაწყებული რეფორმის მსხვერპლად თვლიან. 

მშობლებს და საზოგადოებას, განათლების სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე საუბრისკენ მოუწოდებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია. 

“ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ მოსწავლეები და მშობლები არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვის ნაცვლად, სახელმწიფოს მოთხოვენ ფინანსურ რესურსებს და შესაბამის რეგულაციებს, რათა სკოლებს უკეთესი მასწავლებლების მიწვევა შეეძლოთ” – ამბობს ჯანაშია.